“გაზს ოდორანტი ჰქონდა შერეული თუ არ ჰქონდა?! დილის 9 საათზე დაიწყო მოძრაობა ნუთუ ვერცერთმა მეზობელმა ვერ იგრძნო?! ბუნებრივი გაზი ჰაერზე უფრო მსუბუქია, ის თუ სადმე ნახვრეტს ნახავს, გარეთ გამოდის, სახლში არ ჩერდება. ამ სუნს აუცილებლად უნდა გამოეღწია სადარბაზოში და მეზობლებს უნდა ეგრძნოთ სუნი” – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 19 ნოემბერს, დილით, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.
