ამერიკული პოპ-როკ-ჯგუფი Imagine Dragons თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს კონცერტს გამართავს.
Imagine Dragons-ის კონცერტი სამთავრობო კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას. ბილეთები 24 აპრილიდან გაიყიდება ვებ-გვერდზე BSA.ge.
კონცერტზე დასწრება 150- ლარიდან 500 ლარამდე ეღირება. კამპანიის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.
