Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ხომ შეიძლებოდა ჩემს შვილს გავარდნოდა იარაღი” – გრიშა ონიანი 15 წლის შვილის გარდაცვალებაზე

November 18, 2020
“ხომ შეიძლებოდა ჩემს შვილს გავარდნოდა იარაღი” – გრიშა ონიანი 15 წლის შვილის გარდაცვალებაზე

“საზოგადოება სტალინის”  თავჯდომარეს გრიშა ონიანს 15 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. მან თავსდატეხილ უბედურებაზე გადაცემა “ფარულ კონვერტში” ისაუბრა.

“მე ზამთრის საძოვრებზე ვმუშაობდი და წლების განმავლობაში იქ ვიყავი, ვერ ვიცლიდი, რომ  ბავშვებისთვის მედევნა. ჩვენი ერთი მეზობელი იყო, რომელსაც პირველ სართულზე ჰქონდა მაღაზია, ამ ბავშვებს ყოველთვის უყვარდათ სუსნაობა. ჩემი დათუნას ტოლი ბიჭი ჰყავდა, ერთად იზრდებოდნენ და როგორც მათ ოჯახში ისე ჩვენ ოჯახში მათთვის გაყოფილი ლუკმა არ არსებობდა. ადრე მონადირე ყოფილა ეს კაცი და იარაღები ჰქონია სახლში. გამოიღეს ამ ბავშვმა ეს იარაღი და მოხდა ის, რაც მოხდა… მაშინ პროპკურატურა იყო, მილიცია იყო და ვინ ჩაგახედებდა საქმეში.  ბავშვს  7 თუ 8 წელიწადი მისცეს და მამას 4 წელიწადი მიუსაჯეს.  მე არ მიჩივლია, ორჯერ ავდექი სასამართლოზე და ვთქვი, ერთ-ერთი მიანც გამოუშვით სახლში მეთქი. ხომ შეიძლებოდა ჩემს შვილს გავარდნოდა იარაღი….ეს ოჯახის ამოწყვეტა რაღა იყო, ვინ რჩებოდა ოჯახში? აი ასეთი უბედურება დამემართა და დავიღუპე….სულ მეგონა, რომ ცეცხლის ალში ვიყავი გახვეული. მესიზმრებოდა, რომ იწვოდა ჩვენი სახლი…

ტრაგედიამ სრულიად შეცვალა გრიშა ონიანის ოჯახის მომავალი, ქალბატონი ლიანა ოთახში ჩაიკეტა და განმარტოებაში ლოცვით უმკლავდებოდა შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს.

მე იშვიათად შევსულვარ ჩემი მეუღლის ოთახში, ერთხელ შემეშალა თუ რაღაც და რას ვხედავ, გარშემო სულ სურათები, სასანთლეები, ხატები  იყო და ქვეშ მისი ტანსაცმელი, ლოგინი, მოტოციკლეტიც კი ჰყავდა…..ასე გაუხარებლად ჩაწვა საფლავში ისიც. გადაჰყვა შვილის გარდაცვალებას, ძალიან ბევრი იწვალა, ძალიან ბევრი იტანჯა, ვერაფრით ვერ გადაიტანა. საქმე იმაშია, რომ ისეთი მძიმეა შვილის სიკვდილი, სვანეთში იციან თქმა, რომ შვილმკვდარ მამასთან სამძიმარზე არ უნდა მიხვიდეო, თუ შენც ეს უბედურება არ გაქვს ნანახიო. იმიტომ, რომ შენ მას ზერელედ ეუბნები რაღაცას და შენ ისე არ ეუბნები, მას როგორც წარმოუდგენია ეს დიდი უბედურება”, – ამბობს გრიშა ონიანი.

იხილეთ ვიდეო

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გაითვალისწინეთ“ – მეტეოროლოგის გაფრთხილება მოსალოდნელ ამინდზე
  • რომელ ქუჩებზე იზღუდება მოძრაობა – ნახეთ დეტალურად
  • ავარია რუსთავში – დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge