“რაც ბავშვობაში “პაპიროსი” ვწიე მოფარებულში, ესღა მაკლდა კიდევ” – ამის შესახებ ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს.
“ძილის წინ თინა ლოგინში გემრიელად მოწყობას ცდილობს და ტრადიციულად მეუბნება – “გულში მინდა”, რაც ჩახუტება მინდას ნიშნავს. ტრიალებს, რომ მოხერხებულად მომერგოს. წამოყო უცებ თავი და გამომიცხადა – შენ თუ ბევრ პასკას შეჭამ, მთლიანად ბალიშად გადაიქცევი, მე გიყურებ, რომ მხოლოდ ერთი პატარა ნაჭერი ჭამო ხვალ.
რაც ბავშვობაში პაპიროსი ვწიე მოფარებულში, ესღა მაკლდა კიდევ – დამალული ვჭამ და ნაკლულობა რომ არ შეეტყოს, მთლიანად მიწევს ათვისება. აი ასეთი მოპყრობა მასუქებს, სხვა კი არაფერი!”
