Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება”- რას ამბობს ალექსანდრე ხვთისიაშვილი

October 22, 2026
“ბათუმში ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება”- რას ამბობს ალექსანდრე ხვთისიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით დინამიკურად ვითარდება, რასაც მაღალი დონის ვიზიტების მზარდი ინტენსივობა და ყაზახეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარება ადასტურებს.

„განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო პერიოდში როგორც საქართველოს, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ტემპი. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი და მათი სტრატეგიული მიზნები ეკონომიკური თვალსაზრისით თანხვედრაშია“, განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ბათუმში გამართული შეხვედრა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონული კავშირების განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

„ვფიქრობთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების უფრო მჭიდროდ თანამშრომლობას, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, დაკავშირებადობის გაძლიერებას. იმედი გვაქვს, რომ ამ ტიპის და ამ ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საოცარი ოჯახი გაუბედურდა. ჩვენი მარიამი შეეწირა ამ საშინელ ავარიას და მისი და ძალიან მძიმედ არის”- – რა ხდება ცნობილი ავარიაზე, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ვაკეში მოკლული კაცის მკვლელობაში ბრალდებული ბიზნესმენი გელა არობელიძეა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge