Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” ბრალს ვაღიარებ – ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო”- თამაზ ელიზბარაშვილი

October 22, 2026
ადვოკატის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ

მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ, – ამის შესახებ მუქარის ბრალდებით დაკავებულმა ბიზნესმენმა, თამაზ ელიზბარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

თამაზ ელიზბარაშვილმა ბრალდება დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღიარა, სადაც მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მსჯელობენ.

ელიზბარაშვილმა სხდომაზე განმარტება გააკეთა მომხდართან დაკავშირებით.

„დიახ, ქალბატონო მოსამართლე, ვიმყოფებოდი, მეუღლესთან ერთად, სადაც 7 მთვრალი ახალგაზრდა დამადგა თავს, ხმამაღალი საუბრო დამიწყეს რომ 3 თვით ადრე დამიწერია შალვა კუჭაშვილის მისამართით და ბოდიშის მოხდას მთხოვდნენ, 15 წუთის განმავლობაში “მაკაჩავეს”, ვუთხარი, რომ მეუღლეს დავტოვებდი სახლში და ჩამოვიდოდი. როცა მივიდოდი, ამ ბიჭებმა მომაძახეს უკან ჩამომსვლელი არ ხარო, მე როგორც ვაჟკავმა, კაცმა გადავწყვიტე უკან დავბრუნებულიყავი, სხვა დროსაც რომ იგივე არ მომხდარიყო, გამერკვია, რა პრეტენზია ჰქონდათ. თავს ცოლთან ერთად არ ვაცემინებდი ამ 7 კაცს. ჩემს დანახვაზე გაიქცნენ, მოელანდათ რომ იარაღი მქონდა. ვაღიარებ, რომ ჩემი დანახვა შეეშინდათ ამ ბიჭებს, მათგან ბოდიშის მოხდა მოვითხოვე, ეს როგორც ჩანს, დანაშაული ყოფილა. მე ვაღიარებ”,- განაცხადა ელისბარაშვილმა.

მას მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიმართა, თუ არაფერი ჩაუდენია, დაეფიქსირებინა, რაზეც ელიზბარაშვილმა უპასუხა, რომ რაც ჩაიდინა, “მუქარა ყოფილა”.

„ყოფილას გედავებიან? აქ გამოსვლებისთვის თუ მოდიხართ, აქ ეს ადგილი არაა. 3 ადვოკატი გყავთ, მიფიქსირებთ, რომ კონსულტაციები გაწეული გაქვთ. რაში ცნობთ თავს დამნაშავედ”?- მიმართა მას კალიჩენკომ.

მას ელიზბარაშვილმა დაუფიქსირა პოზიცია რომ დამნაშავეა.

„მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ”,- განაცხადა ელიზბარაშვილმა, რაზეც მას მოსამართლემ ჰკითხა, “მანდამდე რაც ისაუბრა, რა იყო”.

“მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი”,- განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილს ბრალი პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს როდესაც დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და შალვა კუჭუაშვილს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. უწყების ცნობით, ელიზბარაშვილი დაზარალებულს და მის თანმხლებ პირებს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, მოგვიანებით კი, მუქარის აღსრულების მიზნით, შეიარაღებული დაბრუნდა ადგილზე და რესტორანში შეჭრას ცდილობდა. პროკურატურის განცხადებით, 31 აგვისტოს ბრალდებულმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც მუქარას განაგრძობდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოგი ცდილობს ივანიშვილს თავი მოაწონოს, ზოგი ცდილობს – ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე, ზოგი კი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ – ასეთი სპექტაკლია – ზურაბ ჯაფარიძე
  • “პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა – უცხო ხელისუფლებებისგან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს”- რას ამბოსბ შალვა პაპუაშვილი
  • “თქვენ ჩემი დირექტორი არ ხართ” – პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა კამათის ფონზე დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge