იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სოციალურ ქსელში, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“სიამაყე არასოდეს არ მაკლდა ამ ქალაქში, რომელიც ძაან ჩემია 16 წელია. მაგრამ ახლა, ზე სიამაყე
მეუფლება!
იამაყეთ ქართველებო! თავაწეული იარეთ ნაპოლის ქუჩებში!
ყველგან ჩვენი, ქართული ვარსკვლავი ბრწყინავს. სახელად კვარა”, – წერს ლია მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.