Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“2 დღე პასუხს ელოდნენ. ამასობაში მდგომარეობა დამძიმდა” – რა გახდა 46 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი

November 12, 2020
“2 დღე პასუხს ელოდნენ. ამასობაში მდგომარეობა დამძიმდა” – რა გახდა 46 წლის კაცის გარდაცვალების მიზეზი

46 წლის როინ ზაუტაშვილი 8 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. „გურია ნიუსი“ ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო ჩარევა იყო. ჩვენ ფაქტის გადასამოწმებლად  ზაუტაშვილის ოჯახის ახლობელს დავუკავშირდით, რომელმაც დაწვრილებით აღწერა როინ ზაუტაშვილის ინფიცირების პირველი ნიშნების გამოვლენიდან გარდაცვალებამდე დრო.

„არ ვიცი, რა გითხრათ. განადგურებულია ოჯახი. 27 ოქტომბერს გამოუვლინდა ინფიცირების პირველი ნიშნები, ტემპერატურა ჰქონდა. მიმართა გორის ეპიდემიოლოგებს  ტესტის ჩატარების მიზნით, მაგრამ ტესტი არ აღმოაჩნდათ. პარასკევი იყო. შემდეგ უქმე დღეები მოდიოდა. ორშაბათს როცა ტესტი გაიკეთა, 2 დღე პასუხს ელოდნენ. ამასობაში მდგომარეობა დამძიმდა. სამი დღის განმავლობაში ყოველდღე იძახებდნენ სასწრაფოს. ეკიპირებით აღჭურვილებიც მიდიოდნენ, როგორც ვიცი, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაჰყავდათ, მიზეზად ადგილების არარსებობას ასახელებდნენ. შემდეგ გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში და როცა ძალიან დამძიმდა მდგომარეობა ხაშურში, კლინიკა „გორმედში“, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს“, _ გვეუბნება ზაუტაშვილის ოჯახის ახლობელი, რომლის თქმითაც, რომ არა დაგვიანებული მკურნალობა, ახალგაზრდა კაცი გადარჩებოდა.

„ისეთი ადამიანი იყო, მთელი სოფელი კი არა, მთელი მუნიციპალიტეტი დამწუხრებულია. რომ არა დაგვიანებული მკურნალობა, ალბათ, იცოცხლებდა. ისეთი ჯანმრთელი ადამიანი იყო, რომ იტყვიან, წამალი არ ჰქონდა სიცოცხლეში მიღებული”, _ გვითხრა როინ ზაუტაშვილის ახლობელმა.

“გურია ნიუსი” შეეცადა კლინიკა “გორმედთან” დაკავშირებას, თუმცა, ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა.

როინ ზაუტაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.

„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს როინ ზაუტაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

წყარო: www.gurianews.com

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი მთელი დღით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა…”- რას ამბობს თორნიკე ჭეიშვილი
  • “კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან”- რას ამბობს გიორგი კახიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge