„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში, ავჭალა 2, ა.ხორავას და დ.აბაშიძის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას 10/28/2026 11:00 დან 10/29/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ავჭალა 2 სრულად, გურიის, ქართლის, ბაღაშვილის, ღამბაშიძის, ხორავას, თაყაიშვილის, ვასაძის, შავგულიძის და ჰერეთის ქუჩების, ჩიქვანაიას ქუჩა თავისი ჩიხებით, რევოლუციის, ხანძთისა და ბაღნარის ქუჩები. სოფელი გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დ. თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, სკოლის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლისა და გამარჯვების ქუჩებს, ანდრონიკაშვილის II შესახვევს“
