Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვიღაცამ დაიყვირა, ხვიჩაო და 10 წამში ჩვენ გარშემო ხალხი მოგროვდა – რას ჰყვება კვარას მამა

April 12, 2023
ვიღაცამ დაიყვირა, ხვიჩაო და 10 წამში ჩვენ გარშემო ხალხი მოგროვდა – რას ჰყვება კვარას მამა

„კვირის პალიტრამ“ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს ნაწილს.

„კვირის პალიტრის“ პირველი კითხვა ხვიჩას ნეაპოლში ცხოვრებას უკავშირდება.

„ბადრი კვარაცხელია:

– ნეაპოლი ულამაზესი, დიდი ისტორიის მქონე ქალაქია, ნეაპოლელებსა და ქართველებს შორის კი უამრავი მსგავსება­, მაგრამ რად გინდა? ხვიჩა გარეთ გასვლას ვერ ახერხებს… იტალიაში 3-4 თვის ჩასული იყო, როცა სახლი გამოიცვალა. ოჯახის წევრები ტელევიზორის საყიდლად წავყევით. ხვიჩამ კეპი დაიფარა, კაპიუშონიც წამოიხურა, სათვალე და პირბადე გაიკეთა – ისე იყო შენიღბული, ქუჩაში რომ შემხვედროდა, მე ვერ ვიცნობდი, მაგრამ არც ამან გვიშველა: შევედით თუ არა მოლში, ვიღაცამ დაიყვირა, ხვიჩაო და 10 წამში ჩვენ გარშემო იმდენი ხალხი მოგროვდა, იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. წამოვედით, ხვიჩა სახლში დავტოვეთ და ჩვენ ვიყიდეთ ტელევიზორი… ერთადერთხელ მოვახერხეთ ხვიჩასთან ერთად გასეირნება – პომპეი დავათვალიერეთ. ნეაპოლში ვიპოვეთ ერთი მყუდრო რესტორანი, სადაც საღამოობით “შევიპარებით” ხოლმე მთელი ოჯახი, ვვახშმობთ და “კონსპირაციულად” ვბრუნდებით სახლში.

– როცა ნეაპოლში ხვიჩას მანქანა მოიპა­რეს, ყველას ნიკანდრო ქილია გაგვახსენდა, დათა თუთაშხიას რომ ეკითხება, სამეგრელოში­ შენ მოგპარეს რამეო?! ხვიჩაზე როგორ იმოქმედა­ ამ ამბავმა?

– უსიამოვნო იყო. ნეაპოლში არა ერთი სახელგანთქმული ფეხბურთელისთვის მოუპარავთ ავტომანქანა, მაგრამ ყველაფერზე მეტად, ჩვენ იმას ვნერვიულობდით, მართლაც ქართველი არ ყოფილიყო დამნაშავე…

– ცნობილია, რომ ხვიჩას და დედათქვენს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ბებიას გარდაცვალება ძალიან განიცადა?

– ბებია ვის არ უყვარს, მაგრამ მათ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებდათ­ – ხვიჩა “დუნიჩკას” ეძახდა… ბებია ყოველდღე ელაპარაკებოდა ტელეფონით, შვილიშვილი კი სულ ეუბნებოდა, ბები, შენ რომ იცი, ისე მითხარი “გოლუაფიროო”­ (მეგრ. “შემოგევლე”). ეს ტკბილი სიტყვა ბავშვობას ახსენებდა, დადებითი ენერგიით ავსებდა. დუნიას მეუღლე, შვილი და შვილიშვილები ფეხბურთელები იყვნენ და რა გასაკვირია, თვითონაც რომ ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი იყო. უშეცდომოდ ჩამოთვლიდა ხოლმე სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელებს… სპეციალურად ჩავურთეთ საფეხბურთო არხი და შვილიშვილის თამაშების გარდა, სხვა საინტერესო მატჩებსაც ადევნებდა თვალს.

– ხვიჩას საცოლეზეც გკითხავთ: ნიცა ისედაც სულ ხვიჩას გვერდით იყო, რამდენიმე­ კვირის წინ კი ყველა მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა ისიც დაწერა, რატომ ჩქარობს ხვიჩა დაოჯახებას, ჯობს, ამ ეტაპზე მთელი ყურადღება საფეხბურთო კარიერას დაუთმოსო…

– ჯერ მხოლოდ დაინიშნენ, მაგრამ როცა ოფიციალურად იქნებიან დაქორწინებულები, მეუღლე ან მაშინ რატომ შეუშლის ხელს საფეხბურთო კარიერაში?! პირიქით… ვარჯიშიდან ხვიჩა ისედაც სახლში­ მოდიოდა, მაგრამ უკეთესი არ იქნება, თავისი გულის სწორი გვერდით ჰყავდეს? დროს თუ გამონახავდნენ, აქამდეც ერთად მიდიოდნენ და მომავალშიც ასე იქნება.

– კათოლიკოს-პატრიარქთან­ შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა? რას ნიშნავდა­ ეს სტუმრობა ხვიჩასთვის, თქვენი ოჯახისთვის?

– დიდი ხანია, გვინდოდა უწმინდესთან შეხვედრა. მთელი ოჯახი ვცდილობთ ეკლესიურად ვიცხოვროთ და კათოლიკოს-პატრიარქთან სტუმრობა უდიდესი სიხარული და მადლია ჩვენთვის, მისი დალოცვა ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია და თორნიკეც განსაკუთრებით გახარებული იყო ნათლიასთან შეხვედრით. ჩვენთვის ის დღე ბედნიერი იყო და ვიღაცები თუ გაღიზიანდნენ, ეს მათი პრობლემაა“ .

წყარო: „კვირის პალიტრა“

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge