მსახიობი რუსკა ქარქაშაძე დაინიშნა. მას რჩეულმა ხელი რომში სთხოვა, სადაც რუსკა იუბილეს აღნიშნავდა.
რუსკას რჩეული ლაშა მოწონელიძეა, რომელიც ბიზნესის სფეროში საქმიანობს. წყვილი თითქმის ერთი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება.
მსახიობი გამომწერებს კითხვებზე პასუხობს და როგორც ამბობს, არ არის ეჭვიანი.