Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა უნდა გააკეთოთ, თუ ქუჩაში პოლიციელმა გაგაჩერათ – “სირცხვილიას” განცხადება

April 11, 2023
რა უნდა გააკეთოთ, თუ ქუჩაში პოლიციელმა გაგაჩერათ – “სირცხვილიას” განცხადება

მოძრაობა “სირცხვილია” განცხადებას ავრცელებს და ახალგაზრდებს რეკომენდაციებს უზიარებს როგორ უნდა იმოქმედონ, თუ ქუჩაში პოლიცია გააჩერებთ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“• სამართალდამცველის მიერ თქვენი შეჩერების შემთხვევაში, პირველ რიგში, მოსთხოვეთ, წარმოგიდგინოთ საკუთარი თავი და შეჩერების საფუძველი, განსაკუთრებით, თუ მას სამოქალაქო ტანსაცმელი აცვია. პოლიცია ვალდებულია განგვიმარტოს შეჩერების საფუძველი.

• შეჩერების დროს, თქვენც ვალდებული ხართ უთხრათ საკუთარი ვინაობა და, არსებობის შემთხვევაში, წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, თუ პოლიციელს არც თქვენს ვინაობას ეტყვით, მას უფლება აქვს გადაგიყვანოთ უახლოეს განყოფილებაში, ვინაობის დადგენის მიზნით. ამ მომენტიდან სარგებლობთ დაკავებულის უფლება-მოვალეობებით.

• შეჩერების დროს პოლიციელს მხოლოდ “ზედაპირული დათვალიერების” უფლება აქვს, რომელიც უნდა განხორციელდეს იგივე სქესის პოლიციელის მიერ. ზედაპირული დათვალიერება ნიშნავს ზედაპირულად, ხელის ან სხვა საგნის, მაგ. საწერი კალმის გამოყენებით ზედაპირულად პირის შემოწმებას და არ გულისხმობს თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ჯიბეების ამოტრიალებასა და ჩხრეკას.
• “ჩხრეკა” სულ სხვა სიმძიმის, სისხლისსამართლებრივი საგამოძიებო მოქმედებაა, რომლის კანონიერებისთვისაც აუცილებელია გაგაცნონ დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ ან სასამართლოს განჩინება პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. თუ თქვენ არ გსურთ ამოალაგოთ ნივთები ჯიბეებიდან ან ჩანთიდან, მოსთხოვეთ დადგენილების წარმოდგენა. ჩხრეკის მიმდინარეობისას, უფლება გაქვთ დაისწროთ მოწმე. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი გამვლელიც.

• თუ თვლით, რომ თქვენს უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, არ მოაწეროთ ხელი ოქმებს! გამუდმებით ითხოვეთ იურისტთან დაკავშირება და დარეკვის უფლება.

• დახმარებისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მოძრაობის ინსტაგრამ/ფეისბუქ გვერდებზე”, – აცხადებს მოძრაობა, “სირცხვილია”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • იყო თუ არა გორში, ავოტმობილის მძღოლი მანქანაში მარტო, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა? – რა ჩანს ქუჩის კამერით გადაღებულ ვიდეოში
  • პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge