Thursday, July 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორც ჩანს ვეღარ გაუძლო” – რა გახდა “ჩცდ-ს” ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი

April 11, 2023
“უმძიმესი დილა გაუთენდა მოზარდ მაყურებელთა თეატრს” – რა განცხადება ვრცელდება სოციალურ ქსელში

“პრაიმტაიმთან” ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი საუბრობს:

“ჩვენი თეატრისთვის 11 აპრილი მძიმე დღეა. დღეს ეს შემზარავი ამბავი მოხდა, მოულოდნელად ბესო მეგრელიშვილი დავკარგეთ და… ჩვენი მსახიობის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა…”

იმას, რასაც ჩვენ, ადამიანები შემთხვევითობას მივაწერთ, განგებისგან არის, იმ დიდი დრამატურგიის ნაწილია, რაშიც ვმონაწილეობთ. ჰოდა, თურმე, ასე “დაემთხვა”, რომ ბესოს რეჟისორმა ბოლოს ანტონ კათალიკოსის როლი მისცა და აღდგომის შემდეგ რეპეტიციები უნდა განახლებულიყო. მსახიობი კი, სწორედ ვნების კვირაში აღესრულა… კათალიკოსის როლზე მუშაობის პერიოდში.

დიმიტრი ხვთისიაშვილი: – “ავ მუსაიფში” ანტონ კათალიკოსის როლი მივეცი. ხუმრობდა, ხო, აბა რა, ჩემზე წმინდანი ამქვეყნად არ არისო.

მაღალ წნევას უჩიოდა. ექიმთან წადი-მეთქი, ვუთხარი. ამ მხრივ ურჩობდა, მოუთვინიერებელი იყო. ამიტომ დავაძალე. სახიფათო ასაკში ხარ (58 წლის იყო), თან შენი ჩავარდნა, როლების გამო, არ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. აღდგომის მერე მივალო.

22 აპრილს “ჭორიკანა ქალებში” უნდა ეთამაშა. რეპერტუარში სამი სპექტაკლი იყო მისი მონაწილეობით. 31 მარტს და 1 აპრილს ითამაშა, 180 ჰქონდა წნევა 31 მარტის სპექტაკლის წინ და ჩემს კაბინეტში იწვა. დავუწიეთ წნევა და ითამაშა. 4 აპრილს კი, “მე ვხედავ მზეზე” ვეღარ მოვიდა. დარეკა, მაღალი წნევა მაქვს, მაბარბაცებსო და დუბლიორი გამოვიძახეთ. მხოლოდ ამ სპექტაკლში ჰყავდა დუბლიორი. სულო ცოდვილო, ბოლომდე არ დავუჯერე, რადგან დუბლიორის იმედი ჰქონდა-მეთქი, ვიფიქრე, ეტყობა, თავს უფლება მისცა არ მოსულიყო-მეთქი. ვაფრთხილებდი, ხომ იცი, აღდგომა მოდის, სმისგან თავს გაუფრთხილდი, წნევებს არ უხდება, 22 აპრილს ვერ შეგცვლი და ფეხზე უნდა იყო-მეთქი. აღარ ვსვამ უკვეო, მითხრა.

მოკლედ, მის მეუღლეს, მსახიობ ეკა თვაურს ვესაუბრე. როგორც ჩანს, ამ მაღალი წნევების დროს იყო ინსულტის მაგვარი რამ, არ ჩააგდო, მაგრამ როგორც ჩანს, ვეღარ გაუძლო და ინფარქტი განვითარდა.

წყარო:პრაიმტაიმი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
  • შეიცვლება თუ არა ამინდი საქართველოში? – სინოპტიკოსების პროგნოზი
  • ქობულეთში ქალს მანქანა დაეჯახა – რა დეტალები ხდება ცნობილი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge