ვერძი
ყველასთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარება გაგიჭირდებათ. მოერიდეთ უეცარ ნაცნობობას და ეცადეთ გააკონტროლოთ ქცევები და სიტყვები. სარისკო საქმეებზე, უარი თქვით. მოგზაურობა დროებით გადადეთ, რათა თავი აარიდოთ ხიფათს.
კურო
ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. სასიყვარულო და საქორწინო პარტნიორთან გააკონტროლეთ სიტყვები, რათა არაფერი წამოგცდეთ და არ აწყენინოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ხშირად დაისვენეთ.
ტყუპები
გაიზრდება თქვენი ინტუიცია, რის შედეგად სწრაფად და ზუსტად იმოქმედებთ. დროებით გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ახალი საქმეების დაწყება. პირად ცხოვრებაში, ერიდეთ შემთხვევითი კავშირების დამყარებას.
კირჩხიბი
საქმეებში შეიძლება გაჩნდეს გაუთვალისწინებელი სირთულეები. ახალი კავშირების დამყარებისას, შეიძლება გადააწყდეთ უსიამოვნებებს. არაა რეკომენდირებული მოგზაურობა. სასიყვარულო პარტნიორთან გულახდილი და ჰარმონიული ურთიერთობა, სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ.
ლომი ♌
გაზრდილი შინაგანი დაძაბულობა დაასუსტებს ინტუიციას. საქმიანი და სასიყვარულო-საქორწინო პარტნიორულ ურთიერთობებში, გაგიადვილდებათ გავლენის გაზრდა და სიტუაციის გაკონტროლება. გზებზე მოძრაობისას ყურადღებით იყავით, რათა არ დაშავდეთ.
ქალწული
ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინეთ მიზნების მიღწევისას და გეგმების რეალიზებისას. სასიყვარულო პარტნიორთან კონფლიქტს, ნუ გაამწვავებთ ჯიუტი პრინციპების გამო. მოგზაურობა სჯობს გადადოთ, რათა არ აღმოჩნდეთ რთული მოვლენების წინაშე.
სასწორი
მეტი ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ. სჯობს დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, ხოლო ახალი საქმეების დაწყება გადადოთ. დრო არ უწყობს ხელს შორეულ მოგზაურობებსა და საქმიან მოლაპარაკებებს, სამაგიეროდ ადვილად შეძლებთ სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობების გამოსწორებას.
მორიელი
საქმეში არ გარისკოთ. გარშემომყოფების მიმართ მეტად მომთმენი იყავით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობებს. მოგზაურობა სჯობს გადადოთ და მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები.
მშვილდოსანი
თავს ენერგიულად იგრძნობთ. გაუმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ურთიერთობისას მეტად ტაქტიანი და ყურადღებიანი იყავით. უჩვეულო სიტუაციაში ურთიერთობისას შესაძლოა ახალი სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდეთ.
თხის რქა
შესაძლოა ცვლილებისა და მასშტაბური მოვლენის მომსწრე გახდებით. როგორც ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გაუმჯობესება მარტივი არ იქნება. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ.
მერწყული
ბევრ დროსა და ძალას დახარჯავთ სახლისა და ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე. დაღლილობის შეგრძნებას ადვილად მოიხსნით, ხელოვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დახმარებითა და საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრებით.
თევზები
მეტ ყურადღებას მოითხოვს ფინანსები, რადგან სახლისა და ოჯახის პრობლემების გადასაწყვეტად შესაძლოა დამატებითი ხარჯის გაღება მოგიხდეთ. თქვენი პროფესიონალიზმი კარიერაში წინსვლის კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. პირად ურთიერთობებში, თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სანდო კავშირის დამყარებაში.
წყარო: თბილისელები
