8 აპრილს, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ურთიერთდაპირისპირების საფუძველზე შვილმა მამას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
შვილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.
უწყება წერს, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოქალაქეს ბრალად განზრახ მკვლელობა ედება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
