Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს- არჩილ გორდულაძე პაატა ბურჭულაძის წერილზე

October 8, 2026
“კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში უდანაშაულობა დაამტკიცოს, თუმცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე

შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები.”

„ჩვენ ვნახეთ ათეულობით ადამიანის აღიარება ჩადენილი დანაშაულისა და შესაბამისი ჰუმანური მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ამავდროულად ვნახეთ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულ ადამიანებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად აინტერესებთ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ისინი უნდა შეეწირონ იმ დიად იდეას, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამოყენება პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, მეორე ფრონტის გახსნა გარე მმართველობის დამყარების საფუძველზე.

თვითონ კონკრეტულად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ბატონი ბურჭულაძე რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება, ამავდროულად მის გვერდით მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ დანაშაულებრივ ქმედებას და ქვეყნის დამხობის, არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, შესაძლებელია, რომ ან ბულინგისგან გაქცევას ცდილობდეს, ან საზოგადოებრივ აზრს საკუთარი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდეს. ფაქტი ერთია, დადასტურებულია, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუციის ტყუილებით გაჯერება, რომ საქართველოში არავითარი მშვიდობიანი აქციები 2024 წლის დეკემბერში ან ნოემბერში არ ტარდებოდა, არც 2025 წლის დასაწყისში, არც 2025 წლის 4 ოქტომბერს. ეს იყო ძალადობრივი აქციების გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რაც აღიარებული აქვს არა ერთ, ან ორ ადამიანს, არამედ უშუალოდ ამ პროცესში მონაწილე ათეულობით

პირს. კეთილი ინებონ და აღიარონ თავიანთი დანაშაულებები და თუ მოინანიებენ, სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ იქნება, ჰუმანური მიდგომა,”-განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ წერილი გუშინ ციხიდან გამოაქვეყნა. მისი თქმით, პოლიტიკურ ტყვეებს არ სჭირდებათ გარედან ფარისევლური „ვაიშებრალება“ და ცრემლის ღვრა. „ისინი არიან გმირები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად მრავალი წლით უნდა დარჩნენ ტყვეობაში”, -წერს ბურჭულაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
  • აქციზის თუნდაც განახევრება რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს- გიორგი კაკაურიძე
  • ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა-

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge