Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

April 8, 2023
ზოდიაქოს ამ ნიშნებს მარტის თვეში ყველაზე მეტად გაუმართლებთ

მზე 20 აპ­რი­ლამ­დე ვერ­ძშია, აქ­ვეა იუ­პი­ტე­რიც – დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა. იუ­პი­ტე­რის კე­თილ­გან­წყო­ბას აპ­რილ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ ის ვერ­ძე­ბი, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს 9-17 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში. თუმ­ცა, მის კე­თილ­გან­წყო­ბას ყვე­ლა იგ­რძნობს. ასე, რომ ვერ­ძებს გაქვთ ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი და და­ი­წყოთ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა. ეს დრო უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­სა­წყე­ბად. უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი. ამას­თან, უნდა იყოთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, მო­უფრ­თხილ­დეთ თა­ვის ზო­ნას, კუნ­თებს.

3 აპ­რი­ლი­დან მერ­კუ­რი კუ­რო­ში იქ­ნე­ბა , სა­დაც მო­უ­წევს რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა (21 აპ­რი­ლი­დან 15 მა­ი­სამ­დე) და დარ­ჩე­ბა 11 ივ­ნი­სამ­დე. რეტ­როს­ვლის დროს უნდა გა­და­ხე­დოთ გან­ვლილ დღე­ებს, მოხ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნის გა­და­ფა­სე­ბა. სა­უ­კე­თე­სო დროა გა­და­კე­თე­ბის­თვის, გა­მოს­წო­რე­ბის­თვის. მი­უბ­რუნ­დით სწავ­ლას, საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ. რა თქმა უნდა, ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას არ გირ­ჩევთ. კუ­რო­ში მყო­ფი მერ­კუ­რი არის პრაქ­ტი­კუ­ლი, ცოტა შე­ნე­ლე­ბუ­ლი, და­დინ­ჯე­ბუ­ლი, სუ­ბი­ექ­ტუ­რი, პრაგ­მა­ტუ­ლი.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 6 აპ­რილს სას­წო­რის მე-17 გრა­დუს­ში, 7:04-ზე. სას­წო­რი არის პარტნი­ო­რუ­ლი ნი­შა­ნი. ამი­ტომ მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან. იყა­ვით კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გარ­შე­მო მყო­ფე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, კლი­ენ­ტე­ბის მი­მართ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი შე­იქ­მნას. მაგ­რამ არის და­დე­ბი­თი ას­პექ­ტე­ბიც, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ყვე­ლა და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სას­წო­რი­სე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით და­ვიძ­ვრი­ნოთ თავი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი დი­ა­ლოგ­ზე, ყვე­ლას ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რა არის თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რა პარტნი­ო­რის­თვის და ეცა­დეთ, გა­მო­ნა­ხოთ კონ­სენ­სუ­სი. გარ­და ამი­სა, სა­ტურ­ნი-მარ­სის ას­პექ­ტი მოგ­ვი­წო­დებს, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ რა გვსურს და შე­ვად­გი­ნოთ მოქ­მე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. რო­გორც ყო­ველ­თვის, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტი­ას და პროგ­ნოზს უახ­ლოს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

ვე­ნე­რა ტყუპ­ში გა­და­ვა 11 აპ­რილს და დარ­ჩე­ბა 7 მა­ი­სამ­დე. ვე­ნე­რა კუ­როს მმარ­თვე­ლია და ამ ნი­შან­ში თავს კარ­გად გრძნობს. ამ პე­რი­ოდ­ში კარ­გია ლა­მა­ზი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა; და­ა­ბან­დეთ ფული სარ­ფი­ა­ნად. მო­გე­ცე­მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ასე­ვე სა­უ­კე­თე­სო დროა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. ეცა­დეთ, ოჯახ­ში კომ­ფორ­ტუ­ლი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­რე­მო გქონ­დეთ. 11 აპ­რი­ლი­დან იმა­ტებს ფლირ­ტის, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი. სა­უ­კე­თე­სო დროა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, ახა­ლი მე­გობ­რო­ბის და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ნაც­ნო­ბო­ბის­თვის. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და-ძმებ­თან. კარ­გი დროა სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ზე და­სას­წრე­ბად. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ სი­ლა­მა­ზის სფე­როს ეხე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი. სწავ­ლის დრო რო­მა­ნის და­წყე­ბა.

12 აპ­რილს მზე-იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა ვერ­ძში. ესაა სა­უ­კე­თე­სო დრო, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი შან­სე­ბი, მიზ­ნე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. მო­გინ­დე­ბათ თვალ­სა­წი­ე­რის, ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. თუ პი­რა­დი რუკა შედ­გე­ნი­ლი გაქვთ, ნა­ხეთ, რო­მელ სახ­ლში ხვდე­ბა ვერ­ძის 22 გრა­დუ­სი. ახა­ლი შან­სე­ბი ამ სფე­რო­ში გე­ლო­დე­ბათ. თუმ­ცა, დღეს­ვე ნუ და­ი­წყო­ებთ ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, უმ­ჯო­ბე­სია, ახალმთვა­რე­ო­ბას და­ე­ლო­დოთ.

მარ­სი კირჩხიბ­შია 25 მარ­ტი­დან 20 მა­ი­სამ­დე. მარ­სი კირჩხიბ­ში თავს მა­ინ­ცდა­მა­ინც კომ­ფორ­ტუ­ლად ვერ გრძნობს. მარ­სი არის ცე­ცხლის ენერ­გია, კირჩხი­ბი არის წყლის სტი­ქია და ეს ორი ერ­თად ვერ მე­გობ­რობს. მო­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ემო­ცი­უ­რო­ბა, მგრძნო­ბე­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი თით­ქოს ყველ­გან ხე­და­ვენ საფრ­თხეს და სურთ სა­კუ­თა­რი თავი და გარ­შე­მო მყო­ფე­ბი და­იც­ვან. მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ ბი­ნის, აგა­რა­კის მოვ­ლას, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, შე­კე­თე­ბას. და­ა­მუ­შა­ვეთ მიწა, კარ­გია მცე­ნა­რე­ე­ბის, ხე­ხი­ლის დარ­გვა. კარ­გი იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რუ­ლი ვარ­ჯი­ში.

თეთ­რი მთვა­რე ვერძს ეს­ტუმ­რე­ბა 15 აპ­რილს და დარ­ჩე­ბა 16 ნო­ემ­ბრამ­დე. ახლა სე­ლე­ნა თევ­ზე­ბის ნი­შან­შია, 16 ნო­ემ­ბერს კი კუ­რო­ში გა­და­ვა. მზით და ას­ცენ­დენ­ტით ვერ­ძებს სე­ლე­ნა მო­გი­ტათ მფარ­ვე­ლო­ბას, დაც­ვას. მო­გე­მა­ტე­ბათ ენერ­გია და მო­გინ­დე­ბათ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სე­ლე­ნას ტრან­ზიტ­ზე ვერ­ძში სტა­ტი­ას და პროგ­ნოზს უახ­ლოს დღე­ებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

მზის დაბ­ნე­ლე­ბას და ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 20 აპ­რილს, 08:17-ზე, ვერ­ძის 30-ე გრა­დუს­ში. ამ დღეს გა­იხ­სნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც და­ი­ხუ­რე­ბა 5 მა­ისს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით მო­რი­ე­ლის მე-15 გრა­დუს­ში, 21:23-ზე.

20 აპ­რილს, მზის დაბ­ნე­ლე­ბის გარ­და ახალმთვა­რე­ო­ბაც გვე­ლო­დე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზეც და მთვა­რეც ვერ­ძის ნი­შან­შია. მათ გვერ­დი­თაა აღ­მა­ვა­ლი კვან­ძიც, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ველს ჩა­უყ­რის 18-19-წლი­ან პე­რი­ოდს. ამი­ტომ სწო­რედ ამ ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე უნდა და­ფიქ­რდეთ რა გსურთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წარ­მარ­თოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. მნა­თო­ბე­ბის გვერ­დი­თაა იუ­პი­ტე­რიც, რო­მე­ლიც მოგ­ცემთ გან­ვი­თა­რე­ბის, წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მოთ. ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც და ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც. ეცა­დეთ, არ იყოთ ეგო­ის­ტუ­რი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­თხოვ­ნე­ბიც. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი­სა და ქმე­დე­ბე­ბი­სად­მი. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი იდე­ე­ბი. მაგ­რამ იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი მხო­ლოდ კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. ყვე­ლას­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა­ზე. შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ძა­ბუ­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, გა­ჭირ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, შე­თან­ხმე­ბა ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც კი.

2023 წლის 17 ივ­ლისს აღ­მა­ვა­ლი-დაღ­მა­ლი კვან­ძი ვერ­ძი-სას­წო­რის ღერძზე გან­თავ­სდე­ბა , სა­დაც დარ­ჩე­ბა 2025 წლის 12 იან­ვრამ­დე. წელს გვე­ლო­დე­ბა სტან­დარ­ტუ­ლი 4 დაბ­ნე­ლე­ბა – 2 მთვა­რის და 2 მზის. მზის პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბა გვე­ლო­დე­ბა 20 აპ­რილს. ვერ­ძი-სას­წო­რის ღერ­ძი არის პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ღერ­ძი. ვერ­ძი არის “მე”, სას­წო­რი – “პარტნი­ო­რი”. ამი­ტომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის (საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან, კლი­ენ­ტებ­თან, ზო­გა­დად გარ­შე­მო მყო­ფებ­თან) თემა 17 ივ­ლი­სი­დან კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. დაბ­ნე­ლე­ბის დღე­ებ­ში და პლუს/მი­ნუს 3 დღე არ და­გეგ­მოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და საქ­მე­ე­ბი, არ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვას.

მზე კუ­რო­ში გა­და­ვა 20 აპ­რილს და დარ­ჩე­ბა 21 მა­ი­სამ­დე. მო­ი­მა­ტებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მო­გინ­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. სახ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. აგ­რეთ­ვე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე. მე­ტად გა­ი­ნე­ბივ­რეთ თავი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით. გა­ი­სე­ირ­ნეთ ბუ­ნე­ბა­ში. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­მი­წად­მოქ­მე­დო და სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბას.

წყარო – ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისის სააპელაციომ პირი, რომელიც პოლიციელებისთვის “ძაღლების” დაძახების გამო სამართალდამრღვევად იყო ცნობილი, უდანაშაულოდ ცნო – ადვოკატი
  • “აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს…” – რას ამბობს ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი
  • ხანძარი გორში – რა ვითარებაა ადგილზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge