Saturday, October 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება “აუცილებელია”

October 24, 2026
პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება “აუცილებელია”

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება “აუცილებელია”.

მთავრობის მეთაურმა დღეს ერთ პოლიტიკურ პარტიად მოიხსენია 5 ოპოზიციური პარტია და ტელეკამერების წინ ირწმუნებოდა, რომ “ოცნება” არა 5 პარტიის, არამედ ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

პრემიერმა ასევე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების სამი დღეც:

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საინტერესოდ წარიმართა ამ პროცესის პირველი ნაწილი. ყველამ დაინახა, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას, რაც ცოტა რთულად ასახსნელია, რა აზრი შეიძლება ჰქონდეს ამას, თუმცა ფაქტია რომ ამას აკეთებდნენ, ხელოვნურად აყენებდნენ იშეთ შუამდგომლობებს, რომელტაც არავითარი წარმატების პერსპექტივა არ ჰქონდათ, ეს თავიდანვე ჩანდა, თუმცა ამას მაინც აკეთებდნენ. ამსობაში იყო ძალიან ბევრი საინტერესო წამოცდენა, რაც ჩვენ რა თქმა უნდა, დაგვხეხმარება, ჩვენი სარჩელის, ჩვენი მოთხოვნის გამყარებაში. რაც შეეხება საზოგადოებრივ მხარდაჭერას, მათ ჰქონდათ მცდელობა საზოგადოება შეეკრიბათ პროცესის გარშემო საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს.

სინამდვილეში ეს არ არის პოლიტიკური პარტიები, სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური პარტია. ეს სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. ამ პარტიას ჰქვია “კოლექტიური ნაცმოძრაობა” და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა. უცხოური აგენტურის ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არ არის.

ამ ერთი პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გაჯანსაღდეს დემოკრატიული სისტემა და ჩვენ თავი დავაღწიოთ ჩაკეტილ წრეს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ხელოვნურად არის ჩაკეტილი. ჩვენი სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება, ჩაკეტილი წრის გარღვევას და დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებას”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის სამი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის – ჯამში საუბარია სულ 12 შუამდგომლობაზე, ერთ შუამდგომლობაზე კი პლენუმის პასუხი ორშაბათს გახდება ცნობილი. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო, რას ედავება “ქართული ოცნება”.

სასამართლო სხდომები იმ კვირაში ორსირებულ რეჟიმში განაცხადა – საკონსტიტუციო როგორც თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ განაცხადა, შესაძლაო განხილვებს ვერც შემდეგ კვირაში მორჩნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია “კოლექტიური ნაცმოძრაობა” – ირაკლი კობახიძე
  • “ბედმა მწარედ დამცინა” – გიგა ავალიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოავლინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge