უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გარდაცვლილ 32 წლის დავით ქუჩუკიანს ცოლი და პატარა შვილი დარჩა. კასპში ამბობენ, რომ ქუჩუკიანი გამოცდილი მებრძოლი იყო და სხვადასხვა სამშვოდობო მისიაში იღებდა მონაწილეობას.
ახალგაზრდა კაცს თანასოფლელები პატრიოტ ადამიანად ახასიათებენ და ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი გმირის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ:
„კონტრაქტის შემდეგ წავიდა პოლონეთში სამუშაოდ. შემდეგ როგორ გადავიდა უკრაინაში არ ვიცით. 5 წელი ავღანეთში მსახურობდა, ორჯერ იყო ნამყოფი. პატრიოტი ადამიანი იყო. უკრაინაზე გული შესტკიოდა და წავიდა კიდეც. ისე ბევრი არიან ჩვენი სოფლიდან უკრაინაში. ცოლ-შვილი დარჩა”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.
უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი, 32 წლის დავით ქუჩუკიანია. შემზარავი ამბის შესახებ უკვე იციან ქარელში, სადაც ქართველი მებრძოლის ოჯახი ცხოვრობს.
წყარო: tvpirveli.ge
