კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული ქალი 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია – როგორც გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, ის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ავარიის შემდეგ ის გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ ყვარელში, ალაზნის ხიდთან მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი და ქალი, რომელიც კლინიკაში დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
📷 მთავარი ამბები კახეთიდან
