Wednesday, May 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა

April 5, 2023
ხვიჩა კვარაცხელია ბერი ანდრიას ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის კეთილი ნების ელჩი გახდა. ამის შესახებ ფონდის შვილობილმა, გიორგი მურვანიძემ და მისმა დედობილმა, თინათინ ჩხვიმიანმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად გაუმხილეს.

გიორგი მურვანიძე: ექვსი წლიდან ვოცნებობ ფეხბურთელობაზე. ხვიჩა კვარაცხელიას ნახვას ვნატრობ-მეთქი, დედა თინათინს რომ გავუმხილე, ვიცოდი, ჩემგან დამოუკიდებლად, სიურპრიზს მომიმზადებდა! საავადმყოფოში რომ დამალაპარაკა, აღფრთოვანებისგან გული ამიჩუყდა… ვერაფერი ვუთხარი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი…

აღფრთოვანებული ვარ ხვიჩას და ზუკას თამაშით, ისინი არა მარტო კარგი ფეხბურთელები, კარგი, უთბილესი ადამიანები არიან!

ფონდის ბავშვებმა გადავწყვიტეთ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის და ზუკა დავითაშვილისთვის გვეთხოვა, ჩვენი ფონდის კეთილი ნების ელჩები გამხდარიყვნენ. ვთხოვე და დამთანხმდნენ. დამპირდნენ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე გვეწვევიან “ბედნიერ სახლში”, მოგვინახულებენ, უფრო კარგად გაგვიცნობენ. ძალიან მინდა, ჩემმა მეგობრებმაც ჩემსავით გაიხარონ.

თინათინ ჩხვიმიანი: მიხარია, რომ ხვიჩა და ზუკა, როგორც ჩვენი მეგობრები და ფონდის დესპანები, ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, ფონდს ხელს შეუწყობენ პოპულარიზაციაში, მოუწოდებენ ფართო საზოგადოებას გვერდით დაგვიდგნენ. საქართველოს ზრდასრული მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, თვეში ერთხელ, სისტემატურად, მხოლოდ ერთ ლარს რომ რიცხავდეს ფონდის ანგარიშზე, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვისთვის ფინანსური პრობლემა არასოდეს შეიქმნებოდა. ჩვენი დიდი სურვილია საზოგადოების თითოეულმა წევრმა, თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენთან ერთად იბრძოლოს სიცოცხლის გადასარჩენად.

წყარო: primetime.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • ევროპარლამენტმა ტელეკომპანია “იმედს” ერთი წლით საქმიანობა აუკრძალა
  • გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge