აშშ-ის ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპი გუშინ კამერებმა დააფიქსირეს მაშინც, როცა ის ფლორიდაში “ტრამპთაუერში” შედიოდა.
გასულ დღეს ტრამპის ნიუ იორკში, სასამართლომ 34-პუნქტიანი ბრალდება წარუდგინა, მათ შორის არს საქმე, რომელშიც ფიგურირებს ორი ქალი. მედიის ინფორმაციით, მათთან ექსპრეზიდენტს რომანი ჰქონდა.
„დეილი მეილი” წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მართალია, მელანია დონალდთან ერთად არ მივიდა სასამართლოზე, მაგრამ ის უპირობოდ უჭერს მხარს ქმარს, ისევე, როგორც ოჯახის დანარჩენი წევრები. “მელანია ძლიერია, ის მხარს უჭერს ქმარს, როგორც ყოველთვის“, – ამბობს წყარო.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალი 34 პუნქტით წაუყენეს. პროკურატურის თქმით, ტრამპი უკანონო გეგმაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მისი 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის საზიანო ინფორმაციის ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის ნაწილია პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილი 130 ათასი დოლარი.
წყარო: AMBEBI.GE
