Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!

October 8, 2026
როდის გადაიბირა სინამდვილეში ოთარ ფარცხალაძე რუსულმა “ეფ-ეს-ბემ”?!

და­სა­მა­ლი არაა, რომ ხში­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბას და სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პრო­ცე­სებ­ში “ხე­ლის ფა­თუ­რის” მას­შტა­ბებს. ზო­გი­ერ­თე­ბი ამას “კონ­სპი­რო­ლო­გი­ის თე­ო­რი­ად” ნათ­ლა­ვენ. თუმ­ცა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი მე­ტყვე­ლე­ბენ, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ე­ბი ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, რო­გორც შე­მოდ­გო­მის ფო­თოლცვე­ნა.მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ თუ ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი ან ყვე­ლა­ზე “პატ­რი­ო­ტუ­ლი“ გა­მოს­ვლე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის აგენ­ტე­ბი იყ­ვნენ და მათი მი­თი­თე­ბე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ.

სპეც­სამ­სა­ხუ­რის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი აგენ­ტის მარ­თვა-მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი ამო­ცა­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით „გავ­ლე­ნის აგენ­ტის“ სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით „წაყ­ვა­ნაა“ რთუ­ლი საქ­მე. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მის მო­ტი­ვა­ცი­ას დიდ­წი­ლად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბი (პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და გა­ას­მა­გე­ბუ­ლი ეგო) წარ­მარ­თა­ვენ, ვიდ­რე – მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა. „გავ­ლე­ნის აგენ­ტი“ ისე­თი­ვე სა­თუთ მო­პყრო­ბას მო­ი­თხოვს, რო­გორც ჩი­ნუ­რი ფა­ი­ფუ­რი: ოდ­ნა­ვი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბა და – და­იმ­სხვრე­ვა, „ოქ­როს ჩი­ტიც“ გა­ლი­ი­დან გაფ­რინ­დე­ბა. ჯა­შუ­შო­ბის ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, რომ უმარ­თა­ვი „გავ­ლე­ნის აგენ­ტი“ დიდი პრობ­ლე­მაა სპეც­სამ­სა­ხუ­რის­თვის.

„გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ ოჯა­ხურ დი­ნას­ტი­ებ­ზე კი ცალ­კე ის­ტო­რი­ე­ბის მო­ყო­ლაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის – სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზეც. ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო, რაც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის არ­ქი­ვებ­ში იმა­ლე­ბა, „გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ ოჯა­ხუ­რი დი­ნას­ტი­ე­ბის აგენ­ტუ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბია. რო­გორც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ოჯა­ხუ­რი დი­ნას­ტი­ე­ბი არ­სე­ბობს (რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა სპეც­სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობს), ასე­ვე, „გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბის“ ოჯა­ხუ­რი დი­ნას­ტი­ე­ბიც არ­სე­ბობს: როცა თა­ო­ბე­ბი დგა­ნან რუ­სე­თის სამ­სა­ხურ­ში. ეს კი ყვე­ლა სპეც­სამ­სა­ხუ­რის სა­ოც­ნე­ბო ვა­რი­ან­ტია: მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ფა­სე­უ­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სამ­შობ­ლოს გა­ყიდ­ვის „ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი“ უკვე მხო­ლოდ ერთი აგენ­ტის თავ­სა­ტე­ხი არაა და მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი ამ საქ­მე­ში. ამ დროს აგენ­ტის „ჩა­ვარ­დნის“ შან­სიც მცირ­დე­ბა და მისი ეფექ­ტი­ა­ნო­ბაც იზ­რდე­ბა.

რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, არა მარ­ტო მოქ­მე­დი, არა­მედ – სა­რე­ზერ­ვო „გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბიც“ ჰყავ­დეთ: რა იცი­ან, რა დროს დას­ჭირ­დე­ბათ? ამი­ტო­მაც მათ „გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი“ ჰყავთ უცხო ქვეყ­ნის, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, ასე­ვე, ოპო­ზი­ცი­ურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში: კონ­კუ­რენ­ცია ხომ პროგ­რე­სის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა! ამი­ტო­მა­ცაა რომ ასე მრავ­ლად არი­ან ირ­გვლივ რუ­სე­თის აგენ­ტე­ბი: პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, ჟურ­ნა­ლისტ/ექ­სპერ­ტე­ბი და „სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბი”. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა
  • გორში პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
  • ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც ბორტზე პილოტი გადაარჩინა, ისრაელის პრეზიდენტმა სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge