უკრაინის სოფელ ხოდაკივციში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. დედამ 4 წლის შვილი ცემით მოკლა. ინფორმაციას The Sun ავრცელებს. 3 შვილის დედამ, 34 წლის ნატალია შელესტოვამ სასწრაფო გამოიძახა და ექიმებს უთხრა, რომ ბავშვს ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა და დაზიანებები კრუნჩხვების დროს მიიღო. სამედიცინო გამოკვლევით დადასტურდა, რომ ბავშვი სასტიკად ნაცემი იყო. 4 წლის ვიკა შელესტოვა მრავლობითი დაზიანებებითა და მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვი ისე გარდაიცავალა, რომ კომიდან არ გამოსულა.