მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში და მედიასთან ურთიერთობაში ძალიან აქტიურია. ის ძალიან გულწრფელია მის მაყურებლებთან და გამომწერებთან, თითქმის ყველა დეტალია ცნობილი მისი ცხოვრებიდან.
ამჯერად ალექსანდრა “სთორიში” წლების წინანდელ ისტორიას იხსენებს, როდესაც სერიალ “ჰეროკრატიაში” თამაშობდა.
“რამდენი ხანია მე ამ თემაზე არ მისაუბრია. მაშინ გოგა ხაინდრავამ დაარღვია ყველა შეთანხმება, რაც მე მქონდა მასთან. უბრალოდ, კაცური სიტყვაც კი გატეხა, როდესაც მითხრა – შენ, როგორც ჰოლივუდელი მსახიობი ისე მოიქეცი, იარე შიშველი ოთახშიო და მე სულელმა, გამოუცდელმა მსახიობმა დავუჯერე მას.
მივენდე, როგორც კაცის და რეჟისორის სიტყვას, რომ არ ჩასვამდა სერიალში ჩემს მკერდმოშიშვლებულ კადრებს. თუმცა გამოვიდა სერიალი და ვნახე, რომ ჩემი მკერდმოშიშვლებული კადრები წერდა ძალიან კარგ რეიტინგს.