ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ჟურნალისტ, ბექა ყორშიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მამა შალვა კეკელიამ გარდაცვლილ კაცს იმის გამო, რომ ერთ-ერთი პარტიის ცნობა ჰქონდა აღებული, წესი არ აუგო.
“მამა შალვა კეკელიას ლანძღავენ წესი არ აუგო გარდაცვლილ გირჩელსო. ოე ჭინკებო! მე რომ დავწერე გირჩელებს წესს ვერ უგებენ- მეთქი “ჰაჰავშიკბი” მომასიეთ რწმენაში და ბიბლიაში გაერკვიეო. გირჩის რელიგიური სექტა არის ისეთივე რელიგიური მიმდინარეობა როგორიც ნებისმიერი სხვა სარწმუნოება. მაგალითად მართლმადიდებლურად წესს ვერ აუგებ ბუდისტს, მუსლიმს, იაღოველს, 50-იანელს და ასე შემდეგ.
მათ თავისი სარწმუნოებისამებრ კრძალავენ!
თუ წესის აგება და ეკლესია გინდათ რაღას გადადიხართ გირჩში? ანუ ხვალ
რომ იაღოველმა ან მუსლიმმა ატეხოს ამბავი წესს არ გვიგებს მართლმადიდებელი.
მღვდელიო რა მოვლენაა?! გირჩში თუ ხარ, ღმერთზე
თუ 50 ლარად თქვი უარი, თუ გაყიდე და რელიგია შეიცვალე ვის სთხოვ?! სანამ დროა მოინანიეთ, მიდით ტაძარში და მერე არც წესის აგება იქნება პრობლემა და არც ჯვრისწერა.
ჯვარსაც ვერ დაიწერთ იმედია იცით” – წერს ნათია ბერიძე