აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რითიც გიორგი კეკელიძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმიანება.
მწერალმა 8-9 მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეულ სალომე კენჭიაშვილს მარო მაყაშვილის სტიპენდია დაუნიშნა, თუმცა მან სტიპენდიაზე უარი თქვა. მიზეზი მისი დის სოფია კენჭიაშვილის მიერ კეკელიძის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება გახდა. 2021 წელს სოფიამ “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში თქვა, რომ კეკელიძე შიშველი ფოტოების გაგზავნას სთხოვდა.