Tuesday, September 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო

September 22, 2026
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 21 სექტემბერს შეკრების პირველი ვარჯიში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა გურამ კაშია, რომელმაც სანაკრებო კარიერა წელს დაასრულა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო, მათ შორის: დავით კერესელიძე, ჯიმი ტაბიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიზი მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე. სავარჯიშო პროცესს 22 სექტემბრიდან გიორგი გაგუა, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი – უკრაინას. 2 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება. ეროვნული ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა“, საქართველო).

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი“, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი („ბაშაქშეჰირი“, თურქეთი).

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი.. – ქვეყნები, რომელთა ჯამში, 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
  • თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • “გაგვწირეს” – კახეთში მევენახეების პროტესტია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge