Sunday, July 27, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

“ამ გზით ინფექციის გავრცელება 70 პროცენტით მცირდება” – გახარია საზოგადოებას მიმართავს

October 22, 2020
გადაიდება თუ არა არჩევნები – გახარიას განმარტება

ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით შემცირდება.

„გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში და საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა გადააჭარბა 41 მილიონს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ჩვენც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარულად, ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით მცირდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და იზრუნონ ერთმანეთზე.

„გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გავრცელება იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე, რამეთუ, ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი – სისხლიანი გარჩევა ქუთაისში
  • ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • თბილისში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge