იმერეთის გუბერნატორს ახალი ავტომობილი ჰყავს.
ზვიად შალამბერიძე დღეიდან “ტოიოტა ქამრით” გადაადგილდება.
ახალი ავტომობილი უკვე დგას სამხარეო ადმინისტრაციის წინ, გუბერნატორის ავტომობილის კუთვნილ ადგილზე.
რა დაუჯდა ბიუჯეტს, ვინ გადასცა ან როგორ და რა ფორმით შეიძინა ახალი სამსახურებრივი ავტომობილი გუბერნატორმა, ამ კითხვით “ინფო იმერეთმა” სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ავტომობილი რამდენიმე კვირის წინ ქუთაისის მერმაც იყიდა.
იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით “ აღნიშნული ავტომობილი, რომელიც გამოირჩევა ეკონომიურობით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სარგებლობაში გადმოეცა სახელმწიფოსგან, არსებული ავტოპარკი არის ძალიან მოძველებული და ხარჯიანი შესაბამისად საჭიროებდა განახლებას.”
წყარო: infoimereti.ge
