კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია – ჩვენ ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ” – ამის შესახებ განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვმა ასე ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებას უპასუხა. მან პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტი უნდა გაიყინოს და მხარეები „სტამბოლის ფორმულას“ დაუბრუნდნენ.
