გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ვირუსით 172 ადამიანია დაღუპული.
ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 21 208-ს ადამიანი. აქედან გამოჯანმრთელებულია 9003 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.