ცოტა ხნის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ ავტოგრაფიანი მაისური “უცნობს” გაუგზავნა. ახლახანს კი ირკვევა, რომ მსგავსი საჩუქარი მან „სამართლიანი საქართველოს” ლიდერს, ეკა ბესელიასაც გადასცა.
ბესელიამ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა:
„მადლობა ჩვენს უნიჭიერესს და უკარგესს ხვიჩას ამ საჩუქრისთვის.
რატიმ აისრულა ერთი ნატვრა.
ძალიან გამახარა საჩუქარმა – უნიჭიერესი ხვიჩა კვარაცხელიასგან მაისური მისივე ხელმოწერით.
მეც და ჩემი შვილი რატი, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, მისი დიდი გულშემატკივრები ვართ.
წარმატებები ამ საოცარ, ნიჭიერ, კაშკაშა ევროპელ ფეხბურთელს და უკარგეს პიროვნებას და მადლობა მას“ – წერს ეკა ბესელია
