ბლოგერი შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“გარდაიცვალა ნიკა თუთაშვილი 24 წლის სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა გლოვობს ბათუმი😭💔🥀
მოიხსენიეთ ახლადშესვენებული ნიკა თუთაშვილი
კიდევ ერთი ახალგაზრდის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… 😭🙏💔
გასწიეთ სევდა, მე გული მაქვს
სიცოცხლე მინდა….
ვინც გიცნობდა ყველას გული ჩასწყვიტე ცხარე ცრემლებით დაგტირიან მეგობრები…. ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი. ” 😭🙏💔
“შოთო სიხარულიძე ქართველი” ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს 24 წლის ნიკა თუთაშვილის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.
უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ახალგაზრდის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს დღე არ გავა საზარელი ამბები არ გავიგოთ ადამიანებმა…
ღმერთო ანუგეშე და შეიწყალე მისი სული, შეძრული ვარ სულითხორცამდე ,ეს რა ტრაგედიაა🙏😪😪
უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა თუთაშვილების ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლემოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახისწევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო… ძალიან ძნელია წარსულში ლაპარაკი შენ ხომ ძალიან კარგი შვილი იყავი, ღმერთს ვთხოვთ ჩვენმა დანთებულმა სანთელ – საკმეველმა გზა გაგინათოს მარადიულ სასუფეველში.. ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სპეტაკი სული”
