ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, “ალტ-ინფოელების” მის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ მან ძაღლი დაკარგა და საზოგადოებას პოვნაში დახმარებას სთხოვს:
“მეგობრებო!
გუშინ, მას შემდეგ რაც ალტინფოს საჩმორეთი თავს დაესხა ჩემს მეუღლეს და შვილს, დაულეწეს მანქანა, ჩამტვრეული შუშიდან გადმოხტა ჩემი ატო, გერმანული ნაგაზი.
სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვპოულობთ.
უმორჩილესი თხოვნა მაქვს, იყოთ ყურადღებით და თუ სადმე მოკრავთ თვალს, შემეხმიანოთ.
ატო დაიკარგა საბურთალოს ტერიტორიაზე.
წინასწარ დიდი მადლობა ❤️”
