Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება… ხალხი ლოცავს გიორგის”

March 10, 2023
როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება… ხალხი ლოცავს გიორგის”

გიორგი გილიგაშვილი საზოგადოების წინაშე დასთან – ნუცა გილიგაშვილთან ერთად წარდგა ახალი სიმღერით – „არ დათვალო“. დუეტმა მაყურებელში განსაკუთრებული სითბო და სიყვარული დაიმსახურა…

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც გიორგი გილიგაშვილის დამ ჟურნალ „თბილისელებს“ მისცა. ნუცა ძმის ჯანმრთელობაზე და მათ მიმართ საზოგადოების მხარდაჭერაზე საუბრობს:

– რთული პერიოდი როგორ გამოიარეთ?

– ეს ჩვენთვის უკვე გადაშლილი ფურცელია, აღარ ვეძიებით. მივიღეთ, როგორც განსაცდელი და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი არსებობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ვიცით, რომ კიდევ უფრო დიდი სიყვარული უნდა გამოვხატოთ ერთმანეთისადმი, ვიდრე აქამდე. როცა სიყვარულია და როცა ადამიანები ასე გეფერებიან და სიყვარულით გავსებენ ოჯახში თუ გარეთ, ყველაფერი დაძლევადია. როცა ქუჩაში ერთად გავდივართ, მანქანები ჩერდება, ხალხი უდიდესი სიყვარულით ლოცავს გიორგის, ულოცავენ გამოჯანმრთელებას, ეხუტებიან, სიყვარულს უხსნიან და ვერ წარმოიდგენთ, ეს რამხელა ემოციებთან არის დაკავშირებული. ვერანაირი მილიონი ამას ვერ შეედრება, ადამიანების სიყვარული ყველაზე ღირებულია. ვფიქრობდი, ამხელა განსაცდელი უნდა გამოევლო, რომ ხალხის ასეთი სიყვარული გვეგრძნო-მეთქი? მადლიერები ვართ ყველასი, ეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

– გიორგის ნათქვამი აქვს, რომ დები მართავთ მის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ალბათ, იქაც დიდი დოზით იგრძნობა ეს სიყვარული.

– დიახ, უფროსი და მართავს და იქაც დიდი სიყვარული და გვერდში დგომა იგრძნობა. ეუბნებოდნენ, ანგარიშის ნომერი მოგვწერეთ და ჩაგირიცხავთ თანხასო. ვისაც როგორც შეეძლო, ისე ცდილობდა დახმარებას, დარდობდნენ გიორგის გამო და ამ სითბომ გაგვიქარწყლა დარდი. ქუჩაში ატირებულები გვეხუტებოდნენ, ვერ აღგიწერთ ეს რამხელა ბედნიერებაა. მადლობა ღმერთს, ჩემს ძმას შეუძლია, განსაცდელის სიყვარულით მიღება. გიორგი არ გვაძლევდა მოწყენის საშუალებას და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო უკეთესობისკენ მიდის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება – რას ამბობენ სპეციალისტები
  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge