საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას კორონავირუსზე მორიგი PCR ტესტი ჩაუტარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, ტესტის პასუხი უარყოფითია.
ცნობისთვის, პროტოკოლის შესაბამისად, მთავრობის მეთაურსა და წევრებს კორონავირუსზე ტესტი 2 კვირის ინტერვალით უტარდებათ.