მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლადო დანელია სოციალურ ქსელში უნომრო საპატრულო ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“რაც შეეხება წუხანდელ მოვლენებს და პატრულის მანქანის გადაყირავებას:
მანქანა გადაყირავებამდე უკვე უნომროდ იდგა! გინახავთ საპატრულოს მანქანა ნომრების გარეშე?
ამის მერე ვაკვირდებოდი და არცერთი მანქანა არ იყო ნომრების გარეშე!
რატომ იდგა უნომროდ გამზადებული გადასაყირავებლად და ვინ გადაატრიალა ალბათ ადვილი მისახვედრია!”

