“არა რუსულ კანონს” – ამ წუთებში ქალაქის მთავარი გამზირი გადაიკეტა. საზოგადოება “რუსული კანონის” წინააღმდეგ ისევ ქუჩაში გამოვიდა.
საკანონდებლო ორგანოსთან მომიტინგეებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან. ადგილზე მსვლელობით მივიდნენ სტუდენტებიც, რომლებიც გუშინ დამტკიცებულ აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ.
რამდენიმე საათში ფართო მასშტაბიანი აქციაა დასგეგმილი.
ადამიანები სპეციალური აღჭურვილობით არიან მისული, რათა თავი დაიცვან მოსალოდნელი დარბევისგან.
შეგახსენებთ, რომ აქცია თბილისში პარლამენტთან მიმდინარეობდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ოცნებამ” ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. სპეცრაზმმა კი ადგილზე შეკრებილი მშვიდობიანი მომიტინგეები არაპროპერციული ძალით დაარბია.
