რუსული კანონის მხარდამჭერი, პარტია „ევროპული სოციალისტების“ ლიდერ ფრიდონ ინჯიას იმის აღიარება არ უნდა, რომ საქართველომ აფხაზეთი რუსეთის გამო დაკარგა. „აფხაზეთის ანექსია, სოხუმის დაკარგვა რუსეთის ბრალი არ იყო?“ – „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტის ამ კითხვაზე ინჯია პასუხობს, რომ აფხაზეთის დაკარგვა „მტრების ბრალი“ იყო.
გადაცემა 2022 წლის მარტში გავიდა.
