ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა ნანუკა გულუა პოსტში მონიშნა და დაწერა: “მეგრულად მაინც შეაგინეთ ამათ, სულ პეპლები და ყვავილები არ მოგბეზრდათ ?”
ამაზე მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ შემდეგი პოსტით უპასუხა:
“სხვა არხზე რომ ვმუშაობდი ჩემი პეპლები და ყვავილები არ შეგიმჩნევიათ ან ძაანაც გეფერადებოდათ! ნუ გავხდებით კაციჭამიები ვინ რომელ არხზე და რომელ ჟურნალში მუშაობს ამისთვის , ნუ აძლევთ საკუთარ თავს უფლებას შეურაცხყოთ ადამიანი რომელიც ყველა არხზე და ყოველთვის მხოლოდ გასართობ და განსატვირთ გადაცემას აკეთებს!!! ევროპელობა მხოლოდ დროშის ფრიალი არაა,ადამიანის პატივისცემა და ჰუმანურობაა… მე ვარ “მეგრელი” და მაშასადამე ევროპელი ახალი ამბავია ეს?! ყველა რუსი ბლოგერი მიწასთან მყავს გასწორებული პმ და საერთოდ მართობს ამ მძიმე ჟამს ჩემი კანდიდატურა რომ რუსეთის მეგობრად მოგაგონდათ !ცოტა საკუთარ პოზიციებს გადახედეთ და ფსიქიკას მიხედეთ!”
