ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება.
“მწერლები, პოეტები, მსახიობები, ექიმები, მეცნიერები, პედაგოგები, ყველა აქეთაა.
ფეხბურთის ნაკრების თითქმის მთელმა შემადგენლობამ გააკეთა განცხადება. მათ შორის ისეთებმაც, რომლებიც რუსეთში თამაშობდნენ.
კალათბურთის საამაყო წარმომადგენლებმა.
რაგბის კაპიტანმა და მორაგბეებმა.
ძალოსანი სპორტის ჩემპიონებმა.
ანუ, დარჩნენ ბატონი ბიძინა, ღამის შოუს ბენდი და შალვა რამიშვილი იქეთ მხოლოდ?” – წერს ჟორჟოლიანი
