16 წლიანი საბერძნეთში ემიგრაციის შემდეგ ნინო გვაზავა, რომელსაც ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა, შვილმა სახლში არ მიიღო და დღეს თავშესაფარში ცხოვრობს – ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს
“ამხანაგის შვილმა რომ გაიგო, საავადმყოფოში ვიყავი, მოვიდა და თავისთან წამიყვანა სახლში. გაიგეს სადაც ცხოვრობდა ჩემი შვილი, მოძებნეს. მე ხომ გითხარი არ ჩამოხვიდე, რატო ჩამოხვედი, რისთვის ჩამოხვედი, არ მინდიხარო. მაგალითი აიღეთ ჩემგან, ავადმყოფი ქალი ვარ, არავის აღარ ვუნდივარ, თქვენც არ დაუშვათ იგივე შეცდომა, რაც ჩემმა შვილმა დაუშვა” – აცხადებს გვაზავა