Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები…”- რას წერს გიორგი კეკელიძე

March 4, 2023
“ეს არის ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე… ისე გტანჯავს ვერ გაურბიხარ” – გიორგი კეკელიძე დუმილს არღვევს (ვიდეო)

მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი უმაღლესი ალგებრა, ერთდროულად რთულიც და მარტივიც, ძნელად ამოსახსნელი და იოლად მისახვედრი. შესაკრებთა ჯამი აქ წელიწადების მიხედვით იცვლება, მაგრამ სულ მშვენიერებას უდრის. ამიტომაც არის ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც. შეხედეთ – ეს წალენჯიხის გზაა, განიერი მთები, თითქოს გვერდზე პირმიქცეული, უცხო ჰორიზონტს რომ გაჰყურებენ, მუხლებზე წეროების ბუდეებით. აფენილ ხეებს გრილი მწვანე დაჰკრავთ და იავნანასავით შრიალებენ. ძნელია ამ ფერწერისთვის შედარებების დაძებნა – უმეტაფორო სილამაზეა. ეზობიდან ისმის ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. ორი ტონი აქვს ამ ენას და ორივე სიმღერიდანაა. თუ ვინმე კამათობს – ,,სისა ტურას” ბაძავს თითქოს და თუ მშვიდია საუბარი – ,,აშო ჩელადანაა” ხმები. სადმე თუ შეჩერდები, თუნდაც უცხო იყო შეგიპატიჟებენ. თუ ახალი ხარ, ალბათ არ იცი, რომ ომში გაწვევას ჰგავს ეს შეპატიჟება – მასპინძლების იერიში სრულიად გამანადგურებელია – ჯერ ღომის და ყველის ნაღმებზე ფეთქდები, მერე ელარჯის ტანკი გადაგივლის და გებჟალიას ზარბაზანს მიუშვერს შენს თავს, თვითმფრინავებიდან საცივის თხევად ბომბებს გიშენენ, ხარჩოს ლაზო გახრჩობს და ხაჭაპურის სამართებელი გსერავს, კუჭმაჭის მავთულხართები გაქცევის ფიქრს გიხშობს, ჭინჭრის მხლის ფეხოსანი არმია ყველგან მოგაგნებს და საკონტროლოს დაგახლის. და შენ, დანებებული, მაგრამ გულწრფელი, აწევ ღომის ღომივით თეთრ დროშას და ხელფეხშკერული კაცის ხმით წაიჩურჩულებ: დიდება მეგრულ სუფრას და მეგრელებს! და მერე ისევ და ,,შემაშინებლად” მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, უკან გამოცილებისას ეპილოგად რომ გადაიქცევა, გახსენებს ერთ ბიჭს, რომლის ფესვებიც ამ მხარიდანაა და ალბათ ამიტომაც არის მისი პასი დიდებული ეზოებივით ზუსტი და დახვეწილი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით”- შსს გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალ დეტალებს ავრცელებს
  • შსს განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge