61 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ტომ საიზმორი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
“უდიდესი წუხილით გამცნობთ, რომ ტომას ედვარდ საიზმორი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გვერდით იმყოფებოდა ძმა პოლი და ტყუპი შვილები ჯეიდენი და ჯაგერი”. – წერს მსახიობის წარმომადგენელი ჩარლზ ლაგო.
18 თებერვალს მსახიობი ლოს-ანჯელესის სახლში გონებადაკარგული იპოვეს. საიზმორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც აღმოჩნდა მას ტვინის ანევრიზმა ჰქონდა. 27 თებერვალს ლაგომ განაცხადა, რომ მსახიობის გადარჩენა შეუძლებელია და ექიმებმა ოჯახის აპარატიდან გათიშვა ურჩიეს.
