Tuesday, August 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქორწინება სტუდენტობისას, გატაცება ცხენოსნობით და გზა იურისტობიდან პოლიტიკისკენ – რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

March 3, 2023
ქორწინება სტუდენტობისას, გატაცება ცხენოსნობით და გზა იურისტობიდან პოლიტიკისკენ – რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა პარ­ლა­მენ­ტში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე პრო­ცე­სი ჩიხ­ში მას მერე შე­ვი­და, რაც ომ­ბუდსმე­ნო­ბის 19-ვე კან­დი­და­ტი ჩა­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­პუ­ტა­ტებ­მა მათ­თან სა­უ­ბარ­სა და გან­ხილ­ვა­ზე უამ­რა­ვი დრო და­კარ­გეს. მათ შო­რის ჩა­ვარ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რი­ლი სამი კან­დი­და­ტი, რომ­ლებ­საც ოპო­ზი­ცი­ის დიდი ნა­წი­ლიც ემ­ხრო­ბო­და.

ახლა შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა, ახა­ლი ნა­კა­დის პირ­ვე­ლი კან­დი­და­ტი, პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დე­რი, ვიცე-სპი­კე­რი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა.

“გარ­კვე­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია გვქონ­და რო­გორც ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან, ასე­ვე მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან… ის იყო ად­ვო­კა­ტი, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თვე­ბო­და. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი უცხო არ არის ლე­ვა­ნის­თვის”, – თქვა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

Ambebi.ge ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის პორ­ტრე­ტით და­ინ­ტე­რეს­და. რო­გო­რი იყო დე­პუ­ტა­ტის გზა პარ­ლა­მენ­ტამ­დე, ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და რა­ტომ აირ­ჩია წარ­მა­ტე­ბულ­მა იუ­რის­ტმა პო­ლი­ტი­კა…

პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფია
44 წლის პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი 2020 წელს ჩა­ი­ბა­რა. 2021 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან იო­სე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლა ჩი­კა­გოს კენ­ტის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც მა­გის­ტრის ხა­რისხს და­ე­უფ­ლა. მისი კა­რი­ე­რა ერთ-ერთ ბან­კში იუ­რის­ტო­ბით და­ი­წყო, შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი იუ­რი­დი­უ­ლი კო­მო­ა­ნია “ას­ლა­ნიშ­ვი­ლი და იო­სე­ლი­ა­ნი“ და­ა­ფუძნა. 2008 – 2016 წლებ­ში კი “ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის“ იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია. 2018 წელს და­ა­არ­სა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა“.

ფლობს ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს. არის სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი. ორი წლის შემ­დეგ კი ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კა­ში მო­დის და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კით “ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი – მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ პარ­ლა­მენ­ტში ხვდე­ბა…

  • ოჯა­ხი

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლეც იუ­რის­ტია. თეა ნა­სა­რი­ძეს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და, სწავ­ლობ­დნენ ერთ სკო­ლა­ში, ოჯა­ხი კი სტუ­დენ­ტო­ბი­სას შექ­მნეს.

“ხში­რად ვხუმ­რობთ, – ერ­თად ბევ­რად მეტი დრო გვაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე-თქო. სამი შვი­ლი გვყავს.

ქორწინება სტუდენტობისას, გატაცება ცხენოსნობით და გზა იურისტობიდან პოლიტიკისკენ - რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი?

 

უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, 22 წლის ანა, “თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის” სტუ­დენ­ტია. 18 წლის კოტე და ნა­ბო­ლა­რა 12 წლის ნი­კუ­შა. მგო­ნი, შვი­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ანას­თვის, მე­გო­ბა­რი უფრო ვარ, ვიდ­რე მამა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ შე­ხე­დოთ, და-ძმა უფრო გე­გო­ნე­ბით, ვიდ­რე მამა-შვი­ლი. სხვა­თა შო­რის, ანა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შიც ჩემ გვერ­დით იყო. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩემ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­და“, – ამ­ბობს კვი­რის პა­ლიტ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა
დე­პუ­ტა­ტი სპორ­ტით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი ცხე­ნოს­ნო­ბა მოს­წონს. ამას იმით ხსნის, რომ სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე, იპოდ­რომ­თან ახ­ლოს გა­ი­ზარ­და და მთე­ლი ბავ­შვო­ბა იქ გა­ა­ტა­რა. 15 წელ­ზე მე­ტია რაც ცხე­ნოს­ნო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მო­ნა­წი­ლე­ობს შე­ჯიბ­რე­ბებ­შიც და მისი ყო­ვე­ლი დილა 7 სა­ათ­ზე, იპოდ­რომ­ზე ვარ­ჯი­შით იწყე­ბა.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია
2023 წლის იან­ვარ­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, ლე­ვან იო­სე­ლი­ანს ოჯა­ხის წევ­რე­ბად მე­უღ­ლე თეა ნა­სა­რი­ძე და უმ­ცრო­სი შვი­ლი ნი­კო­ლო­ზი ჰყავს მი­თი­თე­ბუ­ლი.

თეა ნა­სა­რი­ძემ 2020 წელს 62 000 ათას დო­ლა­რად კი­კეთ­ში 1398 კვ.მ ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნა.

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის ან­გა­რიშ­ზეა სა­ირ­მე­ზე მდე­ბა­რე 201.25 კვ.მ. ბინა, რო­მე­ლიც 2007 წელს 126 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ბა­რე­ბის გამო, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრში 2022 წლის ივ­ნის­ში და­რე­გის­ტრირ­და.

დე­პუ­ტა­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­შია ორი მან­ქა­ნა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota RAV4 2013 20 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. იო­სე­ლი­ანს ჰყავს ასე­ვე Toyota Corolla, რო­მე­ლიც 2012 წელს 9000 დო­ლა­რად იყი­და.

დეკლრა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას იო­სე­ლი­ანს სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 9115,29 ლარი და 375,92 დო­ლა­რი. თეა ნა­სა­რი­ძეს შემ­ნახ­ველ ან­გა­რიშ­ზე 1130 ლარი, მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 5629,83 ლარი, 999,18 კი ევრო ჰქონ­და

თეა ნა­სა­რი­ძე შპს CBD Development იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია, სა­დაც ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 91976,43 ლარი მი­ი­ღო. ნა­სა­რი­ძე ასე­ვე BD Property-ის იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სია, სა­ი­და­ნაც სა­ხელ­ფა­სო სარ­გოს სა­ხით ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 17088,6 ლარი და­ე­რი­ცხა.

ლე­ვან იო­სე­ლი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის წევ­რო­ბი­სა და ვი­ცეს­პი­კე­რის თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო წე­ლი­წად­ში 61168,32 ლარს შე­ად­გენს.

ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი/ტრე­ნე­რი გახ­ლდათ, სა­ი­და­ნაც სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ, გა­სულ წელს, ერთჯე­რა­დად 1025,51 ლარი და­ე­რი­ცხა.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ლე­ვან იო­სე­ლი­ანს ძმამ 7100 ლარი აჩუ­ქა.

წყარო: ამბები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება 12 აგვისტოს საქართველოში – განახლებული პროგნოზი
  • ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა
  • აშშ-ში, ფოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა – არის მსხვერპლი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge