Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ჩემი მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით… მისგან კარგი შვილი დამრჩა…” – ინტერვიუ, რომელიც სულ სხვა ხატია დეკანოიძეს გაგაცნობთ

February 28, 2023
“ჩემი მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით… მისგან კარგი შვილი დამრჩა…” – ინტერვიუ, რომელიც სულ სხვა ხატია დეკანოიძეს გაგაცნობთ

გთავაზობთ 2021 წლის ინტერვიუს.

პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე ambebi.ge – ს ბევრ საკითხზე, მათ შორის პირად ცხოვრებაზე, ესაუბრა.

სტატიაში ხატია დეკანოიძის ცხოვრებისეული ისტორიები ქრონოლოგიურადაა დალაგებული.

„ბავ­შვო­ბი­დან – პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე

– ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვა­ტა­რებ­დი დიდ დროს და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია. თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვი­ზარ­დე. მერე იყო სტუ­დენ­ტო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პი… რა ვიცი, რო­გორც ყვე­ლა, ისე ცხოვ­რობ­და ჩვე­ნი ოჯა­ხი. 1994 წელს ჩა­ვი­რი­ცხე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე და წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. მერე იყო “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია”… სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ვი­მუ­შა­ვე, მათ შო­რის – აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ში, მთავ­რო­ბა­შიც… არა­ვინ არა­ფერ­ში დამ­ხმა­რე­ბია გარ­და იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მშობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა მქონ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი მშობ­ლე­ბი მყავს, მათ­თვის ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი ის იყო, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო, გვეშ­რო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვქო­ნო­და, შეც­დო­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს გავმკლა­ვე­ბო­დით. ვფიქ­რობ, მათ ეს მი­სია შე­ას­რუ­ლეს…

ადრე ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვიქ­ნე­ბო­დი, იქ და­მე­ნა­ხა ჩემი თავი. ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მუ­შა­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი… აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში მა­შინ ჩა­ვერ­თე, როცა მოლ­დო­ვა­დან ჩა­მო­ვე­დი და 2018 წელს გავ­ხდი ენმ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი. ჩემი სურ­ვი­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა იმ ბრძო­ლა­ში, რა­საც ამ ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლა ჰქვია. ჩვენ ხომ ყვე­ლა ჩვე­ნე­ბუ­რად ვიბ­რძვით, გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ვიბ­რძვით ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის.. მე პი­რა­დად, რაც მა­მოძ­რა­ვებს ის არის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ლე­ბის მი­ხედ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა და მტრო­ბა დას­რულ­დეს, იყოს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო, გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა… ეს მა­მოძ­რა­ვებს და ამის­თვის ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, ამის­თვის ვიბ­რძვი. ვფიქ­რობ, თუ მო­ვინ­დო­მებთ, ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თა­რი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა…

“მის­გან კარ­გი შვი­ლი დამ­რჩა…”

– ძა­ლი­ან მი­ჭირს და არ ვე­ხე­ბი ხოლ­მე ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში დატ­რი­ალ­და. 2016 წელს ჩემი მე­უღ­ლე და თორ­ნი­კეს მამა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა თრომ­ბით. ეს დღემ­დე დიდი მწუ­ხა­რე­ბაა ჩვენს ოჯახ­ში.

იმ დროს უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, ის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე იყო და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. მის­გან კარ­გი შვი­ლი დამ­რჩა… თორ­ნი­კეს არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ში­ნა­არ­სე­ბა და მეც ვცდი­ლობ და ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე მას­ზე ლა­პა­რაკს. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ, ის დი­დია, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ვი­და ისე, რომ დღეს მარ­ტო მე და თორ­ნი­კე ვართ. 22 წლი­საა ჩემი ბიჭი, წელს ამ­თავ­რებს უნი­ვერ­სი­ტეტს, მარ­კე­ტინგს სწავ­ლობს. ყვე­ლას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, კარ­გად და­ამ­თავ­როს, იმუ­შა­ოს…

“ოღონდ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ კარ­გად…”

– გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ მრჩე­ბა არაფ­რის­თვის – არც ოჯა­ხის­თვის, არც მე­გობ­რე­ბის­თვის… ვფიქ­რობ, ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში – პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში, პან­დე­მი­ა­ში, მე­გობ­რე­ბი და ში­ა­ნუ­რე­ბი გა­და­გა­ლა­ხი­ნე­ბენ ხოლ­მე გა­მოწ­ვე­ვებს.

რა­ხა­ნია არც ჩემი მშობ­ლე­ბი მი­ნა­ხავს, ორი­ვე რის­კის ჯგუფ­შია და ვე­რი­დე­ბი მათ. უამ­რავ ადა­მი­ან­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიფრ­თხი­ლეს ვი­ჩენ და მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი დავ­დი­ვარ. შე­ვი­ძი­ნე და ტესტს ხში­რად ვი­ტა­რებთ მე და ჩემი შვი­ლი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ თა­ვის დაც­ვას, რათა ჩემს გამო გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ და სხვა ადა­მი­ა­ნებს არ შე­ვუქ­მნა საფრ­თხე.

პან­დე­მი­ამ და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვცხოვ­რობ­დით და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და. ხან­და­ხან ალ­ბათ არ ვა­ფა­სებთ ხოლ­მე კონ­კრე­ტუ­ლი დღის მო­ნაკ­ვეთს. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, რო­გორ მაკ­ლია ჩემი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს… ასაკ­ში არი­ან, სულ ვფრ­თხი­ლობ და მე­ში­ნია, მათ არა­ფე­რი და­ე­მარ­თოთ. ოღონდ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ კარ­გად… ეს ჩა­კე­ტი­ლო­ბა ალ­ბათ მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე. მარ­თლა მი­ჭირს ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლას, მე ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ვარ. მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის ამ­ბა­ვი, ვი­ნა­ი­დან ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი ვართ და ამი­ტომ ეპი­დე­მია ყვე­ლას გაგ­ვი­ჭირ­და, რა თქმა უნდა..

უკ­რა­ი­ნა­ში

– უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა როცა შე­მომ­თა­ვა­ზეს, დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი ამა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­დან მიგ­ვიწ­ვი­ეს რე­ფორ­მა­ტორ­თა გუნ­დი. ეს უშუ­ა­ლოდ პო­რო­შენ­კოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. მა­შინ ამე­რი­კულ დიდ პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. რა თქმა უნდა, დიდი გა­მოწ­ვე­ვა და პრობ­ლე­მა იყო რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა და უკ­რა­ი­ნის მი­ლი­ცი­ის პო­ლი­ცი­ად გა­და­კე­თე­ბა. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი. იყო ში­ნა­გა­ნი სიფრ­თხი­ლე, რა თქმა უნდა, თო­რემ შიში სა­ერ­თოდ არ მა­ხა­სი­ა­თებს. ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ა­მა­ყო იყო. ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნას და­ვუ­ტო­ვეთ სა­ხე­შეც­ვლი­ლი პო­ლი­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, ბო­ლომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი ფორ­მი­რე­ბა. ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო ის არის, რომ დღეს თუ ხე­და­ვენ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ცი­ე­ლებს და პო­ლი­ცი­ის ახალ მან­ქა­ნებს, ამა­ში ჩემი წვლი­ლია და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, იქ ყვე­ლას კარ­გი კუ­თხით ვახ­სო­ვარ. რე­ფორ­მის ერთი ტალ­ღა დას­რულ­და და იქე­დან ჩემი ნე­ბით წა­მო­ვე­დი, გა­დავ­დე­ქი. არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და უკ­რა­ი­ნა­ში არ მოხ­და სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მა. უკ­რა­ი­ნუ­ლი ენა მეს­მის, ვლა­პა­რა­კობ კი­დეც…

ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი

ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი – ყო­ველ­თვის არის ამა­ში დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, სტიგ­მაა და ით­ვლე­ბა, რომ ეს მას­კუ­ლი­ნუ­რია, კა­ცის სა­მუ­შა­ოა. მი­მაჩ­ნია, რომ ნელ-ნელა ეს სტიგ­მაც გა­და­ი­ლა­ხა. იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი… ადა­მი­ა­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბით ქალი ყო­ველ­თვის აწყდე­ბი ამ სირ­თუ­ლე­ებს, დაბ­რკო­ლე­ბებს, იყო ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, როცა ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სია გაქვს, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა გი­წევს, ამას არას­დროს შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს აქვთ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და ყო­ველ­თვის აწყდე­ბი­ან სტიგმებს, სტე­რე­ო­ტი­პებს, მაგ­რამ ამან ხელი არ უნდა შეგ­ვი­შა­ლოს ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში.

რაც მე­ა­მა­ყე­ბა
– ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ალ­ბათ ის იქ­ნე­ბა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა­ში და ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ნორ­მა­ლურ და თა­ნა­მედ­რო­ვე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში შე­ვი­ტა­ნო ჩემი წვლი­ლი. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რე­ფორ­მებ­ში. ეს არ არის საკ­მა­რი­სი და მთა­ვარ მიღ­წე­ვად ჩავ­თვლი­დი იმას, რომ ჩემს სამ­შობ­ლო­ში იყოს ისე­თი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, არა – რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას და პო­ლი­ტი­კოსს. მინ­და სა­ქარ­თვე­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ამ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­გან, მერე ვნა­ხოთ… მინ­და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმის­თვის, რომ ეს გახ­ლე­ჩი­ლო­ბა, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არე­ბობს, შე­წყდეს.

არას­დროს მი­ნა­ნია, “ნა­ცი­ო­ნა­ლი” რომ ვარ, პი­რი­ქით… ეს ნამ­დვი­ლად ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ამა­ყი ვარ, რომ წარ­მო­ვად­გენ იმ გუნდს, რო­მელ­საც თა­ვი­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა აქვს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ იმ სიმ­ძი­მე­ებ­ზეც და შეც­დო­მებ­ზეც, რო­მე­ლიც იყო. ვფიქ­რობ, გუნ­დმა თა­ვი­სი წილი პო­ლი­ტი­კუ­რი ფასი გა­და­ი­ხა­და მა­შინ, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ში დავ­მარ­ცხდით. შე­სა­ბა­მი­ად, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის პარ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ შედ­გა რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და უფრო მე­ტიც – გა­ი­ზარ­და. ჩვე­ნი სტა­ბი­ლუ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი გვყავს, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­მარ­ცხოთ. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­ი­ზარ­დოს, და­ვარ­წმუ­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ ჩვენს შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლეთ, და­ვარ­წმუ­ნოთ იმა­ში, რამ­დე­ნად დიდი საფრ­თხეა არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა და ოლი­გარ­ქია. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, რა­ღაც­ნა­ი­რად მოვ­შა­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ფა პო­ლი­ტი­კურ კლა­სე­ბად და და­ვამ­კვიდ­როთ იმის კულ­ტუ­რა, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­მარ­ცხე­ბულს აღარ დევ­ნის. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბევრ ადა­მი­ანს ვე­სა­უბ­როთ. რაც შე­ე­ხე­ბა ენმ-ს მე­ო­რედ მოს­ვლას, ეს ამომ­რჩევ­ლის გა­და­სა­წყვე­ტია. ვფიქ­რობ, ამ ქვე­ყა­ნა­ში პოს­ტო­ლი­გარ­ქი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­უ­რი კო­ა­ლი­ცია, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

პო­ლი­ტი­კო­სის ყვე­ლა­ზე კარგ თვი­სე­ბად გულ­წრფე­ლო­ბა მი­მაჩ­ნია. მთა­ვა­რია, გულ­წრფე­ლი ვი­ყოთ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რაც ადა­მი­ა­ნებს აწუ­ხებთ. სხვა­თა შო­რის, გულ­წრფე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბევ­რი არ გვყავს… ასე­ვე ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენ არ შე­ვუ­წყოთ ხელი პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის გაღ­ვი­ვე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ პო­ლა­რი­ზა­ცია დას­რულ­დეს, რა­საც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­უ­წყო ხელი. ყო­ველ­თვის მაქვს ის გან­ცდა, რომ რო­დე­საც გა­მოვ­დი­ვარ, მი­ყუ­რე­ბენ და მის­მე­ნენ, ყვე­ლას ვე­ლა­პა­რა­კო, ყვე­ლას­თვის უნდა ვიყო და ვიბ­რძო­ლო, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვინ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ბა­ნაკ­შია და ვინ ვისი მომ­ხრეა.

“რო­გორც კი პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა…”
იყო დრო, რო­დე­საც ბევ­რს ვვარ­ჯი­შობ­დი, ბავ­შვო­ბი­დან ძი­რი­თა­დად ვცუ­რავ­დი და დავ­რბო­დი. ახლა, ამ კო­რო­ნას გა­დამ­კი­დე, ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია და ძა­ლი­ან მაკ­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა. რო­გორც კი პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა, ეგ­რე­ვე ყვე­ლას ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი – ჩემს მშობ­ლებს, მე­გობ­რებს… ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა ში­შის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რულ­დეს და ჩემს მშობ­ლებ­თან ვიყო.

რა სა­ინ­ტე­რე­სოა ჩემი თა­ვის გვერ­დი­დან და­ნახ­ვა… ალ­ბათ ხა­ტი­ას ვურ­ჩევ­დი ემო­ცი­ე­ბის ჩაქ­რო­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ჭარ­ბობს მას­ში. ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ ცუდი ადა­მი­ა­ნი არ არის ხა­ტია“ .

წყარო: ambebi.ge ,
ავტორი: ნანა ფიცხელაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • “განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, დაკავებულია 2 პირი” – ს
  • ბიძინა ივანიშვილი პატრიარქისთვის მილოცვის წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge