აშშ-ში სკოლის მოსწავლეებმა 80 წლის დამლაგებელს 250 000$-ზე მეტი შეუგროვეს, რათა კაცი პენსიაზე გასულიყო.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 80 წლის კაცს სკოლაში დამლაგებლად მუშაობის დაწყება მას შემდეგ მოუწია, რაც ბინის ქირა 400 დოლარით გაუძვირეს.
ტეხასის კალისბურგის სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებლის დასახმარებელი კამპანია TikTok-ზე იმ იმედით წამოიწყეს, რომ $10 000-ის შეგროვებას შეძლებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში ბატონ ჯეიმსს $250 000- ზე მეტი შეუგროვდა.
