ჩიხის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ყოფილი პედაგოგი ლუბა კოვალიოვა-ტალახაძე გარდაიცვალა.
“სოფელ ჩიხის საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყოფილი პედაგოგის ლუბა კოვალიოვა-ტალახაძის გარდაცვალების გამო. მისთვის საქართველო მეორე სამშობლო, ხოლო სკოლა მეორე ოჯახი იყო.
ქალბატონი ლუბა 61 წლის განმავლობაში ეწეოდა მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, იგი არამარტო რუსულ ენას, არამედ ცხოვრებას, ერთგულებას, კაცთმოყვარეობას და ერთმანეთის გატანას ასწავლიდა აღსაზრდელებს.
უყვარდა თავისი საქმე, იყო პრინციპული და სამართლიანი, სწორედ ამიტომ იმსახურებდა დიდ პატივისცემას და სიყვარულს კოლეგებისაგან, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან.
ქალბატონი ლუბა ყოველთვის ემახსოვრება პედაგოგიურ კოლექტივს, მის აღზრდილ თაობებს.
ვუსამძიმრებთ ოჯახს”
