Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

27 თებერვლის – 5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

February 28, 2023
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კვირის პირველ ნახევარში მეტად ყურადღებიანი იყავით შემომავალი ინფორმაციის მიმართ. შეიძლება მოისმინოთ უარყოფითი ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. შეეცადეთ შეზღუდოთ კონტაქტები უცნობ ადამიანებთან, მოერიდეთ ჭორებს და დაპირისპირებას. მძღოლები უფრო ფრთხილად უნდა იყოთ გზაზე და არ იკამათოთ გარშემო მყოფებთან. კვირის მეორე ნახევარში დაუთმეთ დრო ეზოტერიკულ მეცნიერებებს. შეძლებთ საიდუმლოებს ახადოთ ფარდა. შაბათ-კვირას ნუ გამოიყენებთ ალკოჰოლურ სასმელებს, ასევე ფრთხილად იყავით მედიკამენტების მიღებისას.

კურო
მოერიდეთ მეგობრულ წვეულებებს, დისკოთეკებსა თუ კლუბებს, სადაც შეიძლება განუსაზღვრელი თანხა დაგეხარჯოთ. არ ჩაერთოთ გრძელვადიან დაგეგმარებაში:
შეიძლება შეიცვალოს გარემოებები, რის შედეგადაც მოგიწევთ მიმდინარე გეგმების კორექტირება. ეს განსაკუთრებით ეხება კომპიუტერული ტექნიკის შეძენას. კვირის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. კოლეგასთან შეთანხმებულად იმოქმედეთ, საკამათო საკითხებზე მოლაპარაკებისას დიპლომატიურობას მიმართეთ.

ტყუპი
მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება სერიოზული დაბრკოლებები გამოჩნდეს. მოერიდეთ კონფლიქტს მათთან, ვისთანაც მუშაობთ და ყურადღებით განიხილეთ საკითხები, რომლებიც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსებთან და იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გარკვეული ძალა და ავტორიტეტი. კვირის მეორე ნახევარში შეეცადეთ იმოქმედოთ აქტიურად და დადებითი შედეგი არ დააყოვნებს. კარგი დროა მკურნალობის კურსის დასაწყებად, ცუდი ჩვევების მოსაცილებლად. დაიწყეთ სასარგებლო უნარების გამომუშავება: დიეტის დაცვას, ვარჯიში.

კირჩხიბი
წარმატების მიღწევა თუ გსურთ, შეეცადეთ მკაცრად მიჰყვეთ დაგეგმილ მარშრუტს, არ გადაუხვიოთ განრიგიდან. მუშაობისას მნიშვნელოვანია კანონის, წესებისა და რეგულაციების დაცვა. კვირის მეორე ნახევარში დაუთმეთ დრო რომანტიკული და ოჯახური ურთიერთობების გაუმჯობესებას. თქვენი გრძნობები გაძლიერდება, უფრო მეტად დაიწყებთ ისეთი თვისებების დაფასებას, როგორიცაა ერთგულება, სანდოობა და პასუხისმგებლობა. ბავშვების აღზრდისას რეკომენდებულია გონივრული სიმკაცრისა და სიმტკიცის გამოვლენა, ეს დადებითად იმოქმედებს ბავშვის ქცევაზე, გახდის მას უფრო მოწესრიგებულს.

ლომი
მოერიდეთ ექსტრემალურ და სარისკო ქმედებებს. უმჯობესია ეს დღეები გაატაროთ სახლში, კომფორტულ გარემოში. საუკეთესო დროა შინ წესრიგის დასამყარებლად, სარემონტო სამუშაოებისთვის. ოჯახის წევრებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენებისას.

ქალწული
დაქორწინებულები მოერიდეთ პარტნიორთან მგრძნობიარე საკითხების განხილვას. ამ პერიოდში მცირე საშინაო უსიამოვნებებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციები. შეიკავეთ ემოციები და ნუ რეაგირებთ, თუ ხვდებით, რომ კონფლიქტის პროვოცირებას მოახდენენ. კვირის მეორე ნახევარში საშუალებას მოგცემთ კონსტრუქციულად მოაგვაროთ ყველა საკამათო საკითხი. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ. ერთად ესტუმრეთ გასართობი ღონისძიებების.

სასწორი
კვირის პირველ ნახევარში მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კვებას და საკვების ხარისხს. ამ დღეებში უმჯობესია დაიცვათ მსუბუქი დიეტა. სამსახურში ყურადღება უნდა მიაქციოთ დაწყებული პროექტების დასრულებას. დაგეგმეთ თითოეული დღე და იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. მოგეცემათ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც გსურთ.

მორიელი
სამსახურში რთულ საკითხებსაც კი იოლად მოაგვარებთ, იყავით კეთილგანწყობილი კოლეგების მიმართ. იზრუნეთ რომანტიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ. თუ შვილი გყავთ, მეტი დრო გაატარეთ ერთად, დააინტერესეთ ინტელექტუალური თამაშებით. საუკეთესო დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

მშვილდოსანი
კონფლიქტებს დიპლომატიურად უნდა აარიდოთ თავი. ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა სხვა, უკეთესო დროისთვის გადაიტანეთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერისგან თავი შეიკავეთ. ნათესავებისგან მიიღებთ მატერიალურ მხარდაჭერას. დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან მეტად ჰარმონიული გახდება.

თხის რქა
მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ჩაიცვათ ამინდის შესაფერისად, მიიღეთ ვიტამინები და მეტი დრო გაატარე სუფთა ჰაერზე. კვირის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. შეგიძლიათ კარგი დრო გაატაროთ, თუ მეგობრებთან ერთად წახვალთ საზღვარგარეთ. ისინი, ვინც ყურადღებას ამახვილებენ სწავლაზე, წარმატებას მიაღწევენ, თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები საშუალოზე მაღალი იქნება.

მერწყული
ფინანსური საკითხების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული. ეცადეთ, არ დახარჯოთ ფული გართობაზე, უსარგებლო ნივთების შეძენაზე. საუკეთესო დროა, სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია.

თევზები
მოერიდეთ ისეთი საქმეების შესრულებას, რაც ოჯახური და ნათესავებთან დამოკიდებულების დაძაბვას გამოიწვევს. ცოტა მოითმინეთ და მოგვიანებით დაუბრუნდეთ თემების მოგვარებას. საუკეთესო პერიოდია როგორც თქვენი გეგმების განსახორციელებლად, ასევე მოგზაურობისთვის, მეგობრებთან შეხვედრისთვის, ინტერნეტში კომუნიკაციისთვის და თქვენთვის საინტერესო თემების სიღრმისეული შესწავლისთვის.

FaceBook
ბეჭდვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსებმა საწვავის რიგში ისევ იჩხუბეს – კაცმა რიგში მდგომი ქალის მანქანას საბურავი დაუშვა
  • რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას ექიმები და ადვოკატი ხვდებიან
  • “მე აბსოლუტურად მშვიდად გადავჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ნოვოსიბირსკში არის მეტრო, არის ავტობუსები…” – რუსი ქალი ნოვოსიბირსკიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge